დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მწერალი, ხალხი და ხელისუფლება
ნაირა გელაშვილმა მწერლებს ხუდონჰესის საწინააღმდეგო პეტიციის ხელმოწერისკენ მოუწოდა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2013/09/26 16:13:50

 

ლიტერატურული პრემიის "საბას" დაჯილდოვებაზე მწერალმა ნაირა გელაშვილმა თავის სამადლობელ გამოსვლაში მწერლებს ხუდონჰესის საწინააღმდეგო პეტიციის ხელმოწერისკენ მოუწოდა! გთავაზობთ მწერლის გამოსვლის სრულ ტექსტს.

"მოგესალმებით ყველას!დიდი მადლობა ამ პრემიის მესვეურებს,უპირველეს ყოვლისა,თიბისი ბანკს,მის ხელმძღვანელს,რა თქმა უნდა ჟიურის წევრებს,მუსიკოსებს,აქ დამსწრე საზოგადოებას.საქართველოში საქმე ისეა,რომ რაიმე კარგი რომ იწყება,ძალიან მალე კვდება და ჯერჯერობით,აი,ამ "საბას" პრემიას ეს მომავალი არ უჩანს და ვუსურვოთ,რომ ასე გაგრძელდეს და შემოიტანოს ეს სიხარული,სტიმული,ენთუზიაზმი ძალიან მძიმე ქვეყანაში,სადაც მწერლებს და პოეტებს ძალიან უჭირთ,ძალიან უჭირთ,იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძალაგამომცლელი და ღონეგამომცლელი და სულისდამშრეტი სინამდვილე,რაც ჩვენთან უკვე ამდენი ხანია გრძელდება.
ამ პრემიის ნაწილი,რომლის ღირსიც მე გავხდი,მინდა გადავცე სოფელ ხაიშის საშუალო სკოლას და საბავშვო ბაღს.სულ ცოტა ხნის წინ,რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ერთმა პატარა ნაწილმა ჩვენი ინიციატივით მივანიჭეთ ამ სოფელს გმირი სოფლის წოდება,იმიტომ რომ 20წელზე მეტია ეს სოფელი კლდესავით დგას და როცა ირგვლივ ამდენმა გაყიდა ყველანაირი სულიერი ღირებულება,როცა არავის უნდა ეს საქართველო,როცა აქედან გარბიან,ამ სოფელს და მის მაცხოვრებლებს სთავაზობენ ყველაფერს,ოღონდ გაყიდონ ადამიანური ღირებულებები,თავიანთი საფლავები,ეკლესიები,სავარგულები,სიწმინდეები.და ეს ღარიბი სოფელი,რომელიც განიცდის ყველადაირ დაწოლას,გადაბირებას,მოსყიდვას,დაშინებას,როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე,ეს ხალხი დგას მტკიცედ და მიტოვებულია მთელი საქართველოსგან,ფაქტობრივად,და მწერლებისგანაც და დედაქალაქისგანაც.ეს იქნება ჩემი მოწოდება მწერლებისადმი.მე მოვუწოდე მათ რამდენიმე დღის წინ:2012წელს პენ-ცენტრმა და მისმა გამგეობამ გამოაქვეყნა მკაცრი საპროტესტო წერილი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ იმ ბარბაროსული პროექტების განხორციელების მცდელობისა და სურვილისათვის,რომელიც აპოკალიფსურ მასშტაბებს იღებს უკვე საქართველოში და თუ ისინი განხორციელდა,მთელი სვანეთი,რაჭა,ლეჩხუმი,აჭარა და შემდეგ უკვე სხვა რეგიონებიც კატასტროფის პირას აღმოჩნდებიან,ათასობით და ათიათასობით ჰექტარი ჩაიძირება წყალში და ჩვენ შეგვრცხვება,რომ ამ დროს ვცხოვრობდით,მწერლები ვიყავით,ვწერდით და პრემიებს ვიღებდით.ეს არ უნდა დავუშვათ!მე მოვუწოდებ მწერლებს,ხელი მოაწერონ ხელახლა,დააფიქსირონ დღეს იგივე პოზიცია,რაც ჩვენ დავაფიქსირეთ წინა ხელისუფლების დროს,რადგან ეს გრძელდება,ეს გრძელდება და ამას არავითარი ახსნა,არავითარი პატიება,არავითარი გაგება არ აქვს.
სახარებაში წერია:რად გინდა მთელი ქვეყანა მოიპოვო და შენი სული დაკარგოო.რად გვინდა ან პრემია,ან ტექსტები,ან ლიტერატურა,თუ ირგვლივ ჩვენი ქვეყანა,ჩვენი მიწა-წყალი,ჩვენი ულამაზესი ბუნება,რომელსაც უმღეროდნენ ჩვენი წინაპრები - ილია,ვაჟა,აკაკი,გალაკტიონი - წყალში ჩაიძიროს და აქ ტექნოკრატიულმა ფინანსურმა წრეებმა იხეირონ მხოლოდ და არც ჩვენს შვილებს და არც შვილიშვილებს საცხოვრისი აღარ დავუტოვოთ.ჩვენ შეგვრცხვება,როცა ამ ღონისძიებებს გაიხსენებს ხალხი.მე მწამს,რომ ამ დარბაზში მჯდომი ყველა ხმას აიმაღლებს დღეს და შეუერთდება ამ ჩვენს პროტესტს,იმიტომ რომ,თუ ჩვენ ეს დავუშვით,მართლა აღარაფერი გაგვიხარდება,რაც კი სასიხარულო იყო,აი,ამ ხანებში.დიდი მადლობა და მე მგონია,რომ თქვენ მხარს მიჭერთ!"

ნაირა გელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია