დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები
2015/09/08 16:18:08

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“ 2015 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – გიორგი წიკლაური, პიტერ აკროიდის „ლონდონი”, თარგმანი (გამომცემლობა „აზრი”);

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – მალხაზ ხარბედია, „ტექსტი და სიმართლე” (გამომცემლობა „აზრი”);

საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

საუკეთესო თარგმანი – ხათუნა ცხადაძე – უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“ (გამომცემლობა „დიოგენე”);

ლელა დუმბაძე – ვირჯინია ვულფის “გზა შუქურისკენ” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);

საუკეთესო პიესა – ჟიურის გადაწყვეტილებით, პიესის ნომინაციაში 2015 წელს, ლიტერატურული პრემია „საბა“ არ გაიცა. მათივე გადაწყვეტილებით, ჯილდო, რომელიც განსაზღვრული იყო პიესის ნომინაციისთვის, არ გაუქმდა და ერთ-ერთ ნომინაციაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა.

საუკეთესო პროზაული კრებული – გოგი ჩაგელიშვილი, „მხატვარი” (გამომცემლობა „ინტელექტი”);

საუკეთესო პოეტური კრებული – პაატა შამუგია, „შიზოგადოება” (გამომცემლობა „ინტელექტი”);

საუკეთესო რომანი – აბო იაშაღაშვილი, „როიალ-მერი” (გამომცემლობა „დიოგენე”);

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – ქრისტიანე ლიხტენფელდი – ოთარ ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გერმანული თარგმანისთვის;

პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბესიკ ხარანაული;

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაფუძნდა 2003 წელს. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

წყარო: ლიბერალი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5814
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია