საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი "ნაციონალი" დეპუტატის ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/14 16:29:19

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გია გოქაძის ბრალდებებს პასუხობს თამაზ მარგელაშვილი. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ბრალდებები, რომელიც მისი მისამართით ისმის, უსაფუძვლოა.

"მე ვერ გავაკონტროლებ გია გოქაძის აზროვნებას და მის კომენტარებს. მას შეუძლია  ნებისმიერი რამ თქვას. რაც შეეხება უძრავი ქონების გასხვისებას, კანონში პირდაპირ წერია, რომ საკრებულოს აქვს უფლება პირდაპირი წესით გააიჯაროს ტერიტორია. ჩვენ დროებით სარგებლობაში გადავეცით ეს მიწის ნაკვეთები დროებით მფლობელებს, რომლებიც მოუვლიან ამ ტერიტორიებს",-აცხადებს თამაზ მარგველაშვილი.

მარგველშვილი ასევე უარყოფს გოქაძის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ უძრავ ქონებას საკრებულოს დეპუტატები უკანონოდ  ითვისებენ.

 

შეგახსენებთ, რომ გია გოქაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარე ქალაქის ტერიტორიაზე 4 მიწის ნაკვეთი უკანონოდ გაასხვისა, მაშინ, როცა იჯარით კანონის დაცვით გაცემის შემთხვევაში ბიუჯეტში მინიმუმ 250 ათასი ლარი შევიდოდა. გოქაძე ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთებს საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად  ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტების" დეპუტატები ფლობენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია