დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რუმინული დელეგაცია ქუთაისში
2010/11/01 14:47:49

გასულ კვირას ჩვენს ქალაქს რუმინეთის დელეგაცია სტუმრობდა. საქართველოს კონტროლის პალატის ქუთაისის სათაო ოფისში ხელი მოეწერა საქართველოს კონტროლის პალატისა და რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის თქმით: „ამ მემორანდუმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი უწყებისთვის. ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის აღნიშნულ სამსახურებს შორის გაცვლას პროფესიული ტრენინგებისა და პერსონალის პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების სფეროში, ასევე ორი უმაღლესი აუდიტორული ორგანოს საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციისა და ინფორმაციების გაცვლას.“

დელეგაცია ხუთი წევრისგან შედგებოდა და მას რუმინეთის აუდიტორული სასამართლოს პრეზიდენტი ნიკოლაი ვაკუროიოუ ხელმძღვანელობდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სტუმრები იმერეთის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა მიიღეს.

ნიკოლაი ვაკუროიოუმ, დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა: „ჩვენს ქვეყნებს და ხალხს ბევრი რამ აკავშირებს: კულტურა, საერთო ღირებულება და, რაც მთავარია, მართლმადიდებლობა, ქრისტიანული კავშირი, რომელსაც ანთიმოზ ივერიელმა ჩაუყარა საფუძველი. ჩვენი მიზანია, ჩვენი ქვეყნები იყოს დამოუკიდებელი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი, ხოლო თანამშრომლობა - ნაყოფიერი და წარმატებული.“

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ქალაქში სამშენებლო სამუშაოები შენიშნეს, რაც მისასალმებელია და ქალაქის ხელმძღვანელობას წარმატებები უსურვეს.

 

ნათია ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1667
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია