დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოქალაქეთა მოსმენები ახალი მთავრობის პირობებშიც გრძელდება
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/03/14 13:36:18

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლებმა კამპანიის "ეს შენ გეხება"- ს ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს.

 

 "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლების განცხადებით, .. უკანონო "მიყურადების" წარმოება საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია პრობლემას წაროადგენს და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით საგამოძიებო ორგანოები ყოველგვარი ნებართვის გარეშე უსმენდნენ და   უსმენენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, სასულიერო და სხვა პირებს


როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ,  აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა დროულად მიიღოს კანონი, რომლითაც საქართველოში საბოლოოდ შეწყდება უკანონო მოსმენები.

 

" ეს შენ გეხება"-ს გააქტიურება გამოიწვია იმან, რომ საზოგადოებაში ისევ არის ეჭვი მოსმენებთან დაკავშირებით. ჩვენ, ვალდებულები ვართ, რომ შესაბამის ორგანოებს ვაცნობოთ ამ უკანონობის შესახებ, ამიტომ ვგეგმავთ აქტიურ კამპანიას",-განაცხადა  სამართლაინი არჩევნების რეგიონალურმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა.

 

კამპანია "ეს შენ გეხება" 2012  წლის თებერვალში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ერთად წამოიწყეს. ამჯერად, ისინი გეგმავენ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში "მოსმენების" დასაგმობად. კერძოდ, 19 მარტს იგეგმება მშვიდობიანი აქცია შესაბამისი ტრანსფარანტებით, მაისურებით, შეგროვდება ხელმოწერები.


 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, უკანონო მოსმენები საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას და ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასამიტომ, საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს და გამოვიდეს ამ უკანონობის წინააღმდეგ .

აღნიშნული აქცია 19 მარტს ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია