დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/12/01 13:29:02

საქართველოს საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდება.


ამის შესახებ თავად ლაშა ჟვანიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ დანიშვნაზე სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიიღო თანხმობა ილია II-სგან.

 

“არჩეულმა პრეზიდენტმა მიმართა დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, რომ დამნიშნოს მე ადმინისტრაციის უფროსად. წინასწარი თანხმობა პატრიარქისგან არჩეულმა პრეზიდენტმა მიიღო. ახლა შევხვდი მის უწმინდესობას, მე მომცა ლოცვა-კურთხევა, რომ დავტოვო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა და გადავიდე, დავეხმარო ახლადარჩეულ პრეზიდენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,” – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია