დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაპირისპირება ხარაგაულში
2009/11/23 14:07:19

ოქ­ტომბრის ბოლოს ხარა­გა­­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებელ­მა თორ­ნი­კე ავა­ლიშ­ვილ­მა კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლების, სპორ­ტის, ძეგ­ლთა დაც­ვი­სა და ახალ­გაზ­რდობის საქ­მე­თა სამ­სახურის უფ­რო­სის იზა ვეფხვა­ძის თა­ნამ­დებობიდან გა­თა­ვი­სუფ­ლების ბრძა­ნებას მო­­წე­რა ხელი. ქალბატო­ნი იზა თვლის, რომ ის პი­რა­დი და­პი­რის­პი­რების მსხვერ­პლია და მი­სი თა­ნამ­დებობა ერ­თი წლის წინ ხარა­გა­­ლის კი­ნო­თე­ატ­რის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის სა­კითხზე გამ­გებელ­თან შე­პა­სუხებას შე­­წი­რა. თუმ­ცა, ამ უსა­მარ­თლო გა­დაწყვე­ტი­ლებას­თან შე­გუებას არ აპი­რებს.

 

გამ­გეობის იუ­რის­ტები ქალბატო­ნი იზას გა­თა­ვი­სუფ­ლებას შემ­დეგ კა­ნონს უსა­და­გებენ:  „საჯარო სამ­სახურის შე­სახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 98-ე მუხლის I და II პუნ­ქტებს - დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მა, სამ­სახურებრი­ვი მო­ვა­ლეობის არაჯერო­ვა­ნი შეს­რუ­ლება.

თუმ­ცა, სამ­სახურებრი­ვი მო­ვა­ლეობის არაჯეროვ­ნად და ჯეროვ­ნად შეს­რუ­ლება ხარა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცო­ტა სხვაგ­ვა­რად ეს­მით.

საქ­მე გამ­გებლის და­ვა­ლებას ეხება: სექ­ტემბერ­ში მან იზა ვეფხვა­ძის სამ­სახურს და, კონ­კრე­ტუ­ლად, ამ სამ­სახურის სპე­ცი­ა­ლისტს ლე­ლა შა­რი­ქა­ძეს და­ა­ვა­ლა, რომ 30 სექ­ტემბრამ­დე შე­ეს­წავ­ლათ ხარა­გა­უ­ლის სკო­ლებსა და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სებულებებში სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მების დაც­ვის, წყალ­მო­მა­რა­გების, ელექ­ტრო­მო­მა­რა­გებისა და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მების მომ­სახურების მდგო­მა­რეობა. სა­კითხი შე­ის­წავ­ლეს. ოღონდ კულ­ტუ­რის სამ­სახურის უფ­როს­მა და მის­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა გა­დაწყვი­ტეს, რომ რა­კი სა­კითხი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მდგო­მა­რეობა მთე­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მას­შტაბით, 30 სკო­ლა­ში შე­ეს­წავ­ლათ. ინ­ფორ­მა­ცია წე­რი­ლობით გა­მო­ითხოვეს და იმის მო­ლო­დი­ნით, რომ გამ­გებელი მად­ლობას გა­მო­უცხადებდათ, 30 სექ­ტემბრამ­დე წა­რუდ­გი­ნეს მას. გამ­გებელ­მა კი ლე­ლა შა­რი­ქა­ძეს პი­რად საქ­მე­ში საყვე­დუ­რი გა­მო­უცხადა, ხოლო იზა ვეფხვა­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. გამ­გეობამ მხოლოდ დაბის სკო­ლები მოგთხოვათ, თქვენ კი­დევ მთე­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სას­წავ­ლო და­წე­სებულებებიდან  გა­მო­გითხოვი­ათ ინ­ფორ­მა­ცი­აო. თან ეს საქ­მე წე­რი­ლობით კი არ უნ­და მო­გეგ­ვა­რებინათ, არა­მედ - პი­რა­და­დო. ლე­ლა შა­რი­ქა­ძემ საყვე­დუ­რი იმის გა­მოც მი­ი­ღო, რომ სკო­ლებთან ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მო­წე­რის უფ­ლება სა­კუ­თა­რი სახელით არ უნ­და ეწარ­მოებინა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოთხოვა  გამ­გებლის სახელით უნ­და მომხდა­რიყო, პა­სუხები დი­რექ­ტო­რებიდან მას უნ­და მი­ე­ღო.

მა­ნამ­დე თორ­ნი­კე ავა­ლიშ­ვილ­მა საყვე­დუ­რი იზა ვეფხვა­ძე­საც გა­მო­უცხადა. მი­ზე­ზი ის იყო, რომ კულ­ტუ­რის სამ­სახურის თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თებში, შეს­ვე­ნების დას­რუ­ლებიდან ხუთი წუ­თის შემ­დეგ, ანუ  სა­მის ხუთ წუთ­ზე, ქუ­ჩა­ში და­ი­ნახა. მარ­თა­ლი­ა, ქალბატო­ნი იზა ამ­ტკი­ცებს, რომ თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სახურებრივ მო­ვა­ლეობას ას­რუ­ლებდა და, ვი­ნა­ი­დან ხარა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს თა­ნამ­შრომ­ლების­თვის ჯერ თვით­მფრი­ნა­ვები არ შე­უ­ძე­ნი­ა, საქ­მის მო­საგ­ვა­რებლად ფეხით მი­დო­და. მი­სი ეს მტკი­ცებულება ყურად არა­ვინ იღო. საყვე­დუ­რი საყვე­დუ­რად დარ­ჩა.

არ­სებობს კი­დევ ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი: გა­თა­ვი­სუფ­ლებამ­დე ცო­ტა ხნის წინ ხარა­გა­უ­ლის გამ­გებლის მო­ად­გი­ლემ თა­მაზ ლო­მი­ძემ  სამ­სახურის უფ­რო­სები დაიბარა და მოსთხოვა, თა­ნამ­დებობიდან წას­ვლის შე­სახებ განცხადებები და­ე­წე­რათ. რო­ცა მი­ზე­ზი იკითხეს, უპა­სუხა, გამ­გებელ­მა და­მა­ვა­ლა, თქვენ როგრც გინ­დათ, ისე მო­ი­ქე­ცი­თო. განცხადებები ყვე­ლა სამ­სახურის უფ­როს­მა და­წე­რა, ქალბატო­ნი იზას გარ­და, თუმ­ცა, თა­ნამ­დებობიდან არა­ვინ წა­სუ­ლა.

„განცხადებები იმი­ტომ და­ა­წე­რი­ნეს, რომ მეც და­მე­წე­რა, მე­რე სამ­სახური­დან პი­რა­დი განცხადების სა­ფუძ­ველ­ზე გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებდნენ და, ბუნებრი­ვი­ა, ამა­ზე ვე­რა­ნა­ირ პრო­ტესტს ვერ გა­მოვ­თქვამ­დი.“- ამბობს იზა ვეფხვა­ძე.

ამ არა­და­მაჯერებელი მი­ზე­ზებიდან ნათ­ლად ჩანს, რომ გამ­გებელი შარ­ზე იყო. არ­სებობს რე­ა­ლუ­რი ეჭ­ვი, რომ იზა ვეფხვა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლება ხარა­გა­უ­ლის კი­ნო­თე­ატ­რის სა­კითხთან არის და­კავ­ში­რებული.

„ხარა­გა­ულს ეს ერ­თა­დერ­თი კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრი აქვს - კი­ნო­თე­ატ­რი, და ­ი­სიც უნ­დო­დათ, გაეყიდათ. მე მქონ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ამის შე­ძე­ნა სურ­და თორ­ნი­კე ავა­ლიშ­ვი­ლის ბიძაშ­ვილს. შევხვდი ბატონ თორ­ნი­კეს და ავუხსე­ნი, რომ კი­ნო­თე­ატ­რის გაყიდ­ვა არაფ­რით არ შე­იძ­ლებოდა. ყვე­ლა­ფე­რი ვი­ღო­ნე, რომ  ეს   კი­ნო­თე­ატ­რი   არ  გაყიდუ­ლიყო. ჩავ­შა­ლე აუქ­ცი­ო­ნი.“ - ამბობს იზა ვეფხვა­ძე.

ხარა­გა­უ­ლის გამ­გებელი თორ­ნი­კე ავა­ლიშ­ვი­ლი კი ამ ფაქტს უარყოფს: 

„ეს ფაქ­ტი არა­ფერ კავ­შირ­შია იზა ვეფხვა­ძის თა­ნამ­დებობიდან გა­თა­ვი­სუფ­ლებას­თან. ქალბატონ­მა იზამ ვერ წარ­მო­მიდ­გი­ნა მო­მა­ვა­ლი წლის სა­მუ­შაო გეგ­მა, ის არ ას­რუ­ლებდა ჩემს და­ვა­ლებებს და ამი­ტო­მაც გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რაც შეეხება კი­ნო­თე­ატრს, ეს სრუ­ლი აბსურ­დია. მე არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი არა მაქვს კი­ნო­თე­ატ­რის შე­ნობის გან­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რებით. ეს შე­ნობა არის ს/ს „ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ სა­კუთ­რება და თუ ვინ­მე აპი­რებდა მის ყიდ­ვას, ეს იყო იზა ვეფხვა­ძე.“

კი­ნო­თე­ატ­რი დღემ­დე „ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ სა­კუთ­რებად რჩება.

იზა ვეფხვა­ძე ხარა­გა­ულ­ში იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა­ა, რომ მის­მა გა­თა­ვი­სუფ­ლებამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აა­ღელ­ვა. გამ­გებლის ეს გა­დაწყვე­ტი­ლება ხარა­გა­უ­ლე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის განსჯის სა­გა­ნი გახდა, და არა მარ­ტო მა­თი. ქალბატო­ნი იზას თა­ნამ­დებობიდან გა­თა­ვი­სუფ­ლებას ქუ­თა­ი­სი­სა და თბილი­სის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­აც გა­მოეხმა­უ­რა. ოტია იო­სე­ლი­ა­ნის, რე­ზო ჭე­იშ­ვი­ლის, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის, მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ხარა­ძის, გი­გა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძის, ჯემალ ღა­ღა­ნი­ძის, გუ­რამ სა­ღა­რა­ძის, ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის, ფრი­დონ სუ­ლაბერი­ძის, ბიძი­ნა კვერ­ნა­ძის, ჟან­რი ლო­ლაშ­ვი­ლის, ჯუმბერ ლო­მი­ნა­ძის - მხარ­და­ჭე­რა შემთხვე­ვი­თი არ არის. ქალბატო­ნი იზა არა­ერ­თი წიგ­ნის ავ­ტო­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და შე­მოქ­მე­დებითი სა­ღა­მოების ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია. მის საქ­მი­ა­ნობას კარ­გად იც­ნობენ არა მარ­ტო რე­გი­ო­ნის, არა­მედ რეს­პუბლი­კის მას­შტაბითაც, ის ღირ­სების ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი­ცაა. 

იზა ვეფხვა­ძის მხარ­დამ­ჭე­რებმა საქ­მის კურ­სში ჩააყენეს ყვე­ლა მა­ღა­ლი რან­გის სამ­სახური. წე­რი­ლები მის­წე­რეს პარ­ლა­მენტს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს. პრე­ზი­დენტს.

სუ­ლი­კო ცი­მა­კუ­რი­ძე, ფოლ­კლო­რუ­ლ ან­სამბლ „ოდი­ლას“ ხელ­მძღვა­ნე­ლი: „ქალბატო­ნი იზა დაბადებულია ამ საქ­მის­თვის, ღმერ­თმა გვა­ჩუ­ქა ეს ქა­ლი, ცოცხალი ენ­ციკ­ლო­პე­დი­აა და არ მეს­მის, რა­ტომ მოხდა ასე. მე მხარს ვუ­ჭერ მას.“

მე­რი გი­ორ­გა­ძე, პე­და­გო­გი: „მე ვარ იზას მას­წავ­ლებელი, ხარა­გა­უ­ლის სი­ნამ­დვი­ლე­ში ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა იზამ, მთელ ქვეყანას აჩ­ვე­ნა, ამ პა­ტა­რა რა­ი­ონს რა დი­დი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია. იზა ვეფხვა­ძე მე მა­გა­ლი­თად მყავს ჩემს მოს­წავ­ლეებთან. ვთვლი, რომ ყვე­ლა უნ­და დაგ­ვეხმა­როს, რომ მხოლოდ იზამ კი არა, სი­მარ­თლემ, რწმე­ნამ გა­ი­მარჯვოს.“

იუ­ზა ბერა­ძე, ან­სამბლ „ოდი­ლას“ წევ­რი: „სი­მარ­თლის მა­ძიებელი კა­ცი ვარ, აქ კი არა, რომ მითხრა, იზას მხარ­და­ჭე­რის­თვის დაგხვრე­ტე­ნო, მა­ინც და­ვუდ­გები მხარ­ში. იზას ღვაწ­ლი და­უ­ფა­სებელია. მან კარ­გად იცის თა­ვი­სი საქ­მე, თუ არა ის, ვინ უნ­და ჩა­უდ­გეს ამ სამ­სახურს სა­თა­ვე­ში, მე არ მეს­მის.“

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან  ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წე­რი­ლის,  რო­მელ­საც ხელს აწერენ ოტია იო­სე­ლი­ა­ნი, რე­ზო ჭე­იშ­ვი­ლი, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ხარა­ძე, გი­გა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, ჯემალ ღა­ღა­ნი­ძე, გუ­რამ სა­ღა­რა­ძე, ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი, ფრი­დონ სუ­ლაბერი­ძე, ბიძი­ნა კვერ­ნა­ძე, ჟან­რი ლო­ლაშ­ვი­ლი, ჯუმბერ ლო­მი­ნა­ძე, სა­პა­სუხოდ ხარა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გამ­გებლის, თორ­ნი­კე ავა­ლიშ­ვი­ლის სახელ­ზე რე­კო­მენ­და­ცია მო­ვი­და, სა­დაც წე­რია: „სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, ძეგ­ლთა დაც­ვი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მო­ვი­და წე­რი­ლები, რომ­ლებშიც კულ­ტუ­რი­სა და ხელოვ­ნების სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ცნობილი პი­როვ­ნებები გა­მოთ­ქვამ­დნენ ღრმა შეშ­ფო­თებას იმის გა­მო, რომ თქვენს მი­ერ თა­ნამ­დებობიდან გა­თა­ვი­სუფ­ლებულ იქ­ნა ხარა­გა­უ­ლის კულ­ტუ­რის სამ­სახურის უფ­რო­სი იზა ვეფხვა­ძე. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი პი­რა­დად მო­დის სა­მი­ნის­ტრო­ში და გა­მოთ­ქვამს პრო­ტესტს აღ­ნიშ­ნულ სა­კითხთან და­კავ­ში­რებით. ქალბატო­ნი იზა წლების გან­მავ­ლობაში წარ­მა­ტებით თა­ნამ­შრომ­ლობდა ჩვენს უწყებას­თან, მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლობით მრა­ვა­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძიება და პრო­ექ­ტი განხორ­ცი­ელ­და. მიგ­ვაჩ­ნი­ა, რომ ქალბატო­ნი იზა უდა­ვოდ იმ­სახურებს მხარ­და­ჭე­რას და გთხოვთ, შე­საძ­ლებლობის ფარ­გლებში გა­ნიხილოთ მი­სი თა­ნამ­დებობაზე აღ­დგე­ნის სა­კითხი.“ ამ წე­რილს ხელს აწერს მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ცხადა­ძე.   

ახლახან ხარა­გა­უ­ლის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლები იმე­რე­თის  გუბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლეს ლა­შა კი­ლა­ძე­საც შეხვდნენ, ხარა­გა­უ­ლე­ლებს ქუ­თა­ი­სე­ლებიც შე­უ­ერ­თდნენ. მა­შინ ლა­შა კი­ლა­ძე მათ და­პირ­და, რომ სა­კითხს დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლი­და და სწო­რედ შემ­დეგ შეძ­ლებდა და­ზუს­ტებული პა­სუხის გა­ცე­მას.

ბატო­ნი კი­ლა­ძე ამ დღეებში მივ­ლი­ნებით იმყოფება უცხოეთ­ში და მი­სი საბოლოო ჩა­მოყალიბებული პო­ზი­ცი­ის გა­გება ვერ მო­ვახერხეთ.

ხარა­გა­უ­ლის მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ჯაბა მაღ­ლა­კე­ლი­ძე კი გამ­გებლის­თვის რე­კო­მენ­და­ციების მი­ცე­მას არ აპი­რებს, ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზით - ეს მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის.

ჯაბა მაღ­ლა­კე­ლი­ძე: „ეს გამ­გებლის პრე­რო­გა­ტი­ვა­ა, ისაა კომ­პე­ტენ­ტუ­რი, გა­დაწყვი­ტოს ეს სა­კითხი. თა­ვის დრო­ზე მე მი­ვე­სალ­მე ქალბატო­ნი იზას თა­ნამ­დებობაზე  და­ნიშ­ვნას და ახლა ვწუხვარ, რომ ასე მოხდა.“

თორ­ნი­კე ავა­ლიშ­ვი­ლი კი არა­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ის განხილ­ვას არ აპი­რებს, მან „P.S.“-თან გა­ნაცხადა რომ მი­სი გა­დაწყვე­ტი­ლება არ შე­იც­ვლება.

„სა­ნამ მე ვიქ­ნები გამ­გეობაში, ეს ქალბატო­ნი თა­ნამ­დებობაზე ვერ დაბრუნ­დება. ის ვერ არ­თმევ­და თავს და­კის­რებულ მო­ვა­ლეობას. ამი­ტო­მაც არა­ვის აღ­დგე­ნას და არც ჩე­მი ბრძა­ნების გა­დახედ­ვას არ ვა­პი­რებ.“

ხარა­გა­უ­ლის კულ­ტუ­რის სამ­სახურს უფ­რო­სი, ჯერჯერობით, არა ჰყავს.

ხარა­გა­ულ­ში გავ­რცე­ლებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, გამ­გებელი  ამ თა­ნამ­დებობას მი­სი ერთ-ერ­თი ნა­თე­სა­ვის­თვის ინახავს. თორ­ნი­კე ავა­ლიშ­ვი­ლი: „ხარა­გა­უ­ლი პა­ტა­რაა და ყვე­ლა ყვე­ლას ნა­თე­სა­ვია. ამ თა­ნამ­დებობაზე ვის დავ­ნიშ­ნავ, ჯერ გა­დაწყვე­ტი­ლი არ არის, არც კან­დი­და­ტუ­რები გა­ნიხილება. და­ი­ნიშ­ნება ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს სფე­რო იცის და ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტუ­რა იქ­ნება.“

იზა ვეფხვა­ძე კი ბრძო­ლას კვლავ გა­ნაგ­რძობს. თუ პარ­ლა­მენ­ტის თავმჯდო­მა­რე, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, იმე­რე­თის სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცია მას სი­მარ­თლის გა­მარჯვებაში ვერ დაეხმა­რა, ბრძო­ლას სა­სა­მარ­თლოს გზით აპი­რებს, დათ­მობას კი - არა­ვი­თარ შემთხვე­ვა­ში, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მას გვერ­დით ძა­ლი­ან ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს და იმი­ტო­მაც, რომ ყვე­ლა დააჯეროს, სი­მარ­თლე აუ­ცი­ლებლად გა­ი­მარჯვებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1746
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია