დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეატრი მოდაშია
„ორნი საქანელაზე“ - კიდევ ერთი პრემიერა მესხიშვილის თეატრში
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/02/02 02:19:47

 

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ  თეატრში კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერა შედგა. უილიამ გიფსონის მელოდრამა, სახელწოდებით „ორნი საქანელაზე“, დადგა რეჟისორმა ინგა აბულაძე-ასათიანმა.


ერთმოქმედებიან მელოდრამაში  გიორგი სიხარულიძის ყოფილი სტუდენტები: თამთა გაბუნია და რეზი ქაროსანიძე თამაშობენ. როგორც რეჟისორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამ ჟანრის სპეკტაკლები ნაკლებად იდგმება და ამიტომ თვითონ გადაწყვიტა, ამ ფორმით მიეტანა მაყურებლამდე მიტელ მოსკასა და ჯენი რაიანის სევდიანი სიყვარულის ისტორია.


 „საერთოდ მიყვარს ეს ჟანრი და ვფიქრობ, რომ თეატრალურ სამყაროში ნაკლებად იდგმება ამ ჟანრის სპეკტაკლები. ეს ჩემი პირველი სპექტაკლია, სადიპლომო ნამუშევარია და ვფიქრობ, მომავალშიც მელოდრამის ჟანრში გავაგრძელებ მოღვაწეობას, რადგან ეს ჟანრი ძალიან ახლოსაა ჩემთან. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩემს ხელმძღვანელს,  ბ-ნ გორგი სიხარულიძეს, გვერდში დგომისათვის. რაც შეეხება მსახიობებს, ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს, სასიამოვნო იყო მათთან ურთიერთობა  და გული მწყდება, რეპეტიციები რომ დასრულდა“ - განაცხადა რეჟისორმა ინგა აბულაძე-ასათიანმა


შეგახსენებთ,სპეკტაკლის განმეორებითი ჩვენება შედგება 2 თებერვალს 19:00 საათზე მესხიშვილის თეატრში. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ თეატრის სალაროში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9341
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია