დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„შემოდგომის ფესტივალი“
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/11/23 12:08:00

 

 23 ნოემბერს ქუთაისში, მონ პლეზირის თაღის მიმდებარედ შემოდგომის ფესტივალი გაიმართა. მისი ორგანიზება ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების მიერ მოხდა.


მონ პლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია მოირთო საშემოდგომო თემატიკის შესაბამისად. აივნებზე გადმოიფინა ძველებური ფარდაგები და ხილის გირლიანდები, მოეწყობ ეთნოგრაფიული კუთხეები ურმით, სოფლის ორღობეებით, თივის ზვინებით, თიხის ჭურჭლით, დაწნული კალათებითა და გამოფენილი სოფლის ნობათით. იქვე მოდუღდა თათარა და ამოივლო ჩურჩხელები.


ტერიტორიის ერთ ნაწილში განთავსდა ხალხური რეწვის კუთხე, სადაც მოლბერტებზე წარმოდგენიული იყოა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიზაინის სპეციალობის სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები (თექა, ბატიკი, გობელენი).


მონ პლაზირის ერთ კუთხეში ასევე განთავსდა ქუთაისური ქალაქური სალონური ცხოვრების ამსახველი კუთხეები, სადაც მოთავსდნენ ძველებურ კოსტუმებში გამოწყობილი მესხიშვილის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები და შეასრულეს ქალაქურ რომანსები დები იშხნელების რეპერტუარიდან.


აგრეთვე მოხდა იმერეთის რაიონებიდან ჩამოტანილი ახალი ღვინის დეგუსტაცია.


ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა  ბავშვთა ანსამბლმანაი ნაი“, რომლებიმაც შეასრულეს  ტრადიციულ იმერულ სიმღერები და მოსავლის აღებასთან დაკავშირებული ხალხური სანახაობები. დღის დასასრულს კი, მონ პლეზირის თაღის კედელზე პროეცირებული იქნა ძველი ქუთაისის ამსახველი სურათები და გათამაშდება პანტომიმური წარმოდგენაგალაქტიონი და მუზა“.


ფესტივალს მოგვიანებით ქალაქის მერი შოთა მურღულიაც შუერთდა, მან მოსახლეობას გიორგოა მიულოცა და  ღვინის დერგუსდაციაშიც მიიღო მონაწილეობა. „ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ გიორგობის დღსასწაულს. ღონისძიებები,რომლებიც აქ არის წარმოდგენილი ძირითდად აღწერს მოსვლის აღებას, რც უკავშირდება შემოდგომის ფესტივალს და გიორგობისთვეს. წმინდა გირგი ფარავდეს ჩვენსქვეყანას და  ქალაქს“-განაცხადა შოთა მურღულიამ.


 

შემოგდომის ფესტივალი შეაფასა  ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, თამთა თურმანიძემ: „შემოდგოიამის ფესტივალი“ წელს პირველად დაემთხვა გიორგობას. ღვინო დაწურულია, მოსავალი აღებულია და ეს თვე სიმბოლურად არის შმოდგომის შჯამება, რასაც ჩვენ აქ წარმოდგენილი მცირე ღონისძიებებით  გამოვეხმაურეთ. აქ წარმოდგენილი გამოფენებით ვეცადეთ პოპულარიზაცია გაგვეწია იმერული კუთხისთვის და სიმბოლურად წარმოგვედგინა შმოდგომის სურათი.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია