დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სავალუტო ფონდი საფრანგეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შემცირებაზე საუბრობს
2013/06/05 12:56:12

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საფრანგეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაჯამა და სიტუაციას  ნეგატიური უწოდა.

„ევრონიუსთან” საუბარში სსფ-ის საფრანგეთის მისიის  ხელმძღვანელი  ედუარდ გარდნერი აცხადებს, რომ ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა 0,2 პროცენტით შემცირდა. უმუშევრობის დონემ კი რეკორდულ მაჩვენებელს - 11 პროცენტს მიაღწია.

სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გაატაროს სერიოზული ეკონომიკური რეფორმები. განსაკუთრებით კი  შრომის ბაზარზე, კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით. 

სსფ-ის  საფრანგეთის მისიის ხელმძღვანელის პროგნოზით, საეჭვოა, საფრანგეთის მთავრობამ  წლის ბოლომდე უმუშევრობის მაჩვენებელი უკეთესი მონაცემებით შეცვალოს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია