დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2013 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 8.6 მლრდ. ლარი შეადგინა
2013/06/04 14:23:44

2013 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვა 8.6 მლრდ. ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2013 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს.

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2013 წლის I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 8.6 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ - 4.3 მლრდ. ლარი შეადგინა.

„საქსატატის" ინფორმაციით, მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 82.6 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 6.7 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 10.7 პროცენტი.

 ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი - 81.2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 7.8 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 11.0 პროცენტი.

 სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ  საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში შეადგინა 101.6 მლნ. ლარი, რაც საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 68.9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 2.0 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 29.1 პროცენტი.

 საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 485.7 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 39.7 პროცენტი ქალია, ხოლო 60.3 პროცენტი - კაცი.

 დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 59.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 14.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 26.0 პროცენტი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1868
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია