დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალ-პროტექციული საკადრო პოლიტიკა
2009/07/23 17:06:23

დღეს ქუთაისში, რესპუბლიკელების ოფისში პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნატო ქათამაძემ ბრიფინგი გამართა. მან განაცხადა, რომ მერიაში საკადრო პოლიტიკა შერჩევითია და იქ პროფესიონალ კადრებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან უშვებენ, რის დასტურადაც სვეტლანა ზაქარაშვილის მაგალითი მოიყვანა, რომელიც 2007 წლის 20 აპრილს ქუთაისის საქალაქო საფინანსო სამსახურის აღრიცხვა-ანგარიშგების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ქალბატონმა სვეტლანამ სასამართლოს მიმართა და, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სასამართლოს სამივე ინსტანციის რეკომენდაცია ქალბატონი სვეტლანას სამსახურში აღდგენის თაობაზე, ის ჯერ კიდევ უმუშევარია. უფრო მეტიც, მერიამ ზაქარაშვილი კიდევ ერთხელ „გაათავისუფლა“ სამსახურიდან, ხოლო საკრებულომ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, უსაფუძვლობის გამო, ქალბატონი სვეტლანას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2009 წლის 23 ივლისს სვეტლანა ზაქარაშვილს საქალაქო სასამართლოში მორიგი სარჩელი შეაქვს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1742
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია