დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის დასუფთავების სამსახური გეგმას ახალი კანონის მიღების გამო ვერ ასრულებს
2013/07/23 16:58:51

ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახური, სავარაუდოდ, გეგმას ვერ შეასრულებს. ამაზე სამსახურის წარმომადგენლები უკვე ღიად საუბრობენ.  სამსახურის უფროსის მოადგილე  ვარლამ გობეჯიშვილი ამბობს, რომ  მიმდინარე წელს დასუფთავების სამსახურს შემოსულობების ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, რის გამოც შესაძლოა, წლის გეგმა ვერ შესრულდეს. გობეჯიშვილი psnews.ge-სთან საუბარში იმ მიზეზებზე საუბრობს, რისთვისაც სამსახურს პრობლემები შეექმნა.

„როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც  2013 წლის პირველ იანვრამდე  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ჩამოეწერათ ძველი დავალიანება. ამან კი ჩვენ შეგვიქმა პრობლემები, რადგან ის თანხა, რომლის აკუმულირებაც ხდება ქალაქის ბიუჯეტში, ძირითადად, სწორედ ძველი დავალიანებებისა და წინსწრებით გადახდის შემდეგ  გროვდება. ახლა კი გეგმას გამოაკლდა ის თანხა, რაც ძველი დავალიანების დაფარვის შედეგად უნდა გადაეხადა ქუთაისის მოსახლეობას. აქედან გამომდინარე დასუფთავების სამსახურმა მიმდინარე წელს გეგმის მხოლოდ 45%-ით შესრულება შეძლო.  საერთო პროცენტული მონაცემის 28%  ფიზიკური, დანარჩენი კი იურიდიული პირების მიერაა გადახდილი. მიუხედავად იმისა, რომ არ ვაკლებთ მცდელობას და მუდმივად ვმუშაობთ არსებული რესურსების გამოყენებაზე, მაინც ვფიქრობთ, რომ ძალიან გართულდება გეგმის შესრულება“, – ამბობს ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე ვარლამ გობეჯიშვილი.

ბოლო მონაცემებით, დასუფთავების სამსახურში  633  484  ლარია შემოსული. მიმდინარე წლის გეგმა კი 1 200 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საფინანსო-სარევიზიო კომისიის მიერ ჩატარებული ქალაქის ბიუჯეტის ხუთი თვის მონიტორინგის შედეგებში  დასუფთავების სამსახური ბიუჯეტის შესრულების ნაწილში ერთ-ერთ პრობლემატურ სფეროდ დასახელდა. გეგმის შეუსრულებლობის მიზეზით გაათავისუფლეს სამსახურიდან რამდენიმე კვირის წინ ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია