დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ელექტრონული აუქციონების პორტალი 3 წლისაა
2013/05/15 15:54:32

ნოდარ ხადური: „თავის დროზე ქართული ოცნების“ მომხრეთა სახლების გაყიდვის პროცესში ვერ მონაწილეობდნენ დაინტერესებული პირები.

 

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნივერსალური პორტალი www.eauction.ge 3 წლისაა.

სამწლიანი მუშაობის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციაზე  ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ პორტალი უნივერსალურია, სადაც გაერთიანებულია ყველა სახელმწიფო და კერძო ქონების ყიდვა-გაყიდვა, ელექტრონული აუქციონის ფორმით.

„არავისთვისაა უცნობი, რომ  ელექტრონული აუქციონი გარკვეული პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ გპირდებით, რომ ასეთი რამ მომავალში არ მოხდება და ყველა პროცესი იქნება გამჭვირვალე. თავის დროზე „ქართული ოცნების" მომხრეთა სახლების გაყიდვის პროცესში ვერ მონაწილეობდნენ დაინტერესებული პირები. დღეისათვის კი, გარანტია არის ის, რომ ქვეყანაში ასეთი ტიპის ნაბიჯები არ იდგმება და პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის ეკონომიკური ქმედებები არ გამოიყენება,”- განაცხადა   ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ბაზარზე Eauction.ge-ს ანალოგი არ ჰყავს. 3 წლის განმავლობაში საიტზე 82 000-მდე აუქციონი გამოცხადდა, 2012 წელს  პორტალის წლიურმა ბრუნვამ - 225 000 000 ლარი შეადგინა.

ამ საიტის მეშვეობით ინტერნეტ-ვაჭრობაში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, საიტს ხშირად სტუმრობენ აშშ-დან, რუსეთიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

 საიტიდან შესაძლებელია ელექტრონული გადახდები, საბანკო გარანტიით სარგებლობა, პლასტიკური სადებეტო ბარათის შეკვეთა, სასურველი ნივთის განვადებით შეძენა და სხვა.

 მოსახლეობაში ამ ინოვაციურმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. საჯარო აუქციონები საბოლოოდ შეცვალეს ინტერნეტ-აუქციონებმა. თუ 2010 წელს საიტს დღეში საშუალოდ 500 მომხმარებელი ჰყავდა, ამჟამად ამ რიცხვმა დღეში 8000-ს გადააჭარბა. დღეისათვის, Eauction.ge-ზე დარეგისტრირებულია 32 000-ზე მეტი მომხმარებელი.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია