დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება 1.4 პროცენტითაა გაზრდილი
2013/06/26 15:37:36

 

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება 1.4 პროცენტითაა გაზრდილი
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული 
სესხების ჩათვლით), 1.4 პროცენტით, ანუ 127.3 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის 
პირველი ივნისისათვის 9.0 მლრდ ლარს მიაღწია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონაცემები 2013 წლის მაისის 
მდგომარეობას ითვალისწინებს და  წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ედრება. 
ამავე წყაროს ცნობით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 31.4 მლნ 
ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 95.9  მლნ 
ლარით . 
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს 
ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 810.1 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 
2.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 3.9 მლრდ ლარის (0.9 პროცენტით 
მეტი) მოცულობის სესხი. 
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი 
წილი - 46.6 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 
მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით, მაისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების 
მოცულობა 0.05 პროცენტით ანუ 1.0 მლნ ლარით გაიზარდა და 2.2 მლრდ ლარი შეადგინა.  
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი 
სესხების საერთო მოცულობაში 19.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი 
ივნისისათვის 915.2 მლნ ლარით განისაზღვრა (4.7 პროცენტით ანუ 45.1 მლნ ლარით 
ნაკლები პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით); 9.2 პროცენტი მოდის 
მშენებლობაზე, რაც 434.4 მლნ ლარია (3.1 პროცენტით, ანუ 12.9 მლნ ლარით მეტი, 
შესაბამისად).
 ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 75.3 პროცენტი 
მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის. 
2013 წლის მაისის განმავლობაში 1.9 პროცენტით ანუ 73.7 მლნ ლარით გაიზარდა 
რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი 
ივნისისათვის 3.9 მლრდ ლარს მიაღწია.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 1.4 პროცენტით, ანუ 127.3 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 9.0 მლრდ ლარს მიაღწია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონაცემები 2013 წლის მაისის მდგომარეობას ითვალისწინებს და  წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ედრება. ამავე წყაროს ცნობით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 31.4 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 95.9  მლნ ლარით. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 810.1 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 3.9 მლრდ ლარის (0.9 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 46.6 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით, მაისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.05 პროცენტით ანუ 1.0 მლნ ლარით გაიზარდა და 2.2 მლრდ ლარი შეადგინა. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი ივნისისათვის 915.2 მლნ ლარით განისაზღვრა (4.7 პროცენტით ანუ 45.1 მლნ ლარით ნაკლები პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით); 9.2 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 434.4 მლნ ლარია (3.1 პროცენტით, ანუ 12.9 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად).

ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 75.3 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის. 2013 წლის მაისის განმავლობაში 1.9 პროცენტით ანუ 73.7 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 3.9 მლრდ ლარს მიაღწია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1735
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია