დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2012
2010/07/20 17:35:41

19 ივლისს ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ვიზიტი ქუთაისში ახლადგახსნილი „მაკდონალდსით“ დაიწყო და ძველი ქუთაისის მონახულებით დასრულდა.

 

„მაკდონალდსში“ დასაქმებული 110 თანამშრომლის „დათვლისა“ და წინასწარ, საგანგებოდ პრეზიდენტის მომლოდინე ბავშვების დაპურების შემდეგ, პრეზიდენტმა გეზი ახალი პარლამენტის საძირკვლისკენ აიღო.

„არ ვიცი მსოფლიოში ასეთი ლამაზი პარლამენტი სადმე. ეს არის ორმხრივი მშენებლობა - ერთის მხრივ, ეს არის შენობა, მაგრამ ამავე დროს – შენობაზე ბევრად მეტი. ეს არის მშენებლობა ახალი პოლიტიკური გეოგრაფიის საქართველოში, ახალი პოლიტიკური ფსიქოლოგიის, ახალი პოლიტიკური განლაგების“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა მაშინ, როცა კომპანია „მაგისტილის“ მუშები ჯერ კიდევ პარლამენტის შენობის საძირკველზე მუშაობენ.

შემდეგი გაჩერება რეაბილიტირებული ძველი უბანი იყო,  რომელსაც რაბილიტაციის შემდეგ რეაბილიტაცია რამდენჯერმე უკვე დასჭირდა...

სააკაშვილმა ძველ უბანში სეირნობისას იმ დათქმულ ვადებზეც ისაუბრა, რომელშიც ქუთაისს ახალი ოპერის შენობა და ახალი პარლამენტი ექნება – ეს 2012-ში მოხდება.

ქვეყნის პრეზიდენტმა ცენტრალური ხელისუფლების მთელ რეგიონზე გადანაწილებასა და ყველა რეგიონში ხალხის დასაქმებაზეც ისაუბრა.

„თბილისი აღარ უნდა იყოს თავკომბალა... ის, რომ აქ იქნება საკანონმდებლო ორგანო, ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ბათუმში და ის, რომ თბილისში იქნება მთავრობა და პრეზიდენტი - ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად მთელს საქართველოს მოვიცავთ.

ის, რომ აქ შენდება გზები, იმას ნიშნავს, რომ ხალხი საქმდება, რომ ეკონომიკა ვითარდება. ჩვენ  ძალიან მნიშვნელოვან პლაცდარმს ვიქმნით შავი ზღვის მიმართულებით და – პირველ რიგში – აფხაზეთის მიმართულებით“.

მიხეილ სააკაშვილმა თავისი ვიზიტი ქუთაისში ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე „აღებული გეზით“ დაასრულა. ბოლოს კი, ყველა პოლიტიკური პარტია კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ 2012 წლამდე ვადამდელი არჩვენები გულში ფიქრადაც არ გაივლონ.

„ყველა ქვეყანა ცხოვრობს არჩევნებიდან-არჩევნებამდე, მაგრამ არჩევნებს შორის – ვითარდება... არჩევნები იქნება მაშინ, როცა იქნება... ქვეყანას სჭირდება სიწყნარე და პოლიტიკური სტაბილურობა“, – ასე ფიქრობს პრეზიდენტი სააკაშვილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია