დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი მარგველაშვილი:"ახალი შრომის კოდექსი ბიზნესისთვის კოშმარია!"
2013/05/03 23:37:11

 

იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები შრომის კოდექსში, რომელიც პარლამენტმა აპრილში პირველი მოსმენით მიიღო, „როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია“ და „კოშმარია ბიზნესისთვის“, განაცხადა განათლების მინისტრმა და ვიცე–პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა.
გამოეხმაურა რა ბიზნესის ლობისტი ჯგუფების მიერ აპრილში პარლამენტის მიერ ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებამდე გამოთქმულ წუხილებს, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს „დაბალანსებულ“ შრომით ურთიერთობებს და მათ „არალეგალურ კონტექსტში გადაიყვანს“.
მარგველაშვილმა, რომელიც ვიცე–პრემიერი მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა, ეს განცხადება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. ოქტომბრის ბოლოს განათლების მინისტრად დანიშვნამდე იგი ამ ინსტიტუტის რექტორი იყო.
შეხვედრაზე მარგველაშვილი განათლების სფეროში არსებულ გეგმებსა და გამოწვევებზე საუბრობდა. მან შრომის კოდექსზე კომენტარი იმ შეკითხვაზე პასუხის დროს მოაყოლა, რომელიც 1 მაისს სტუდენტ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხებოდა.
ამ კითხვის საპასუხოდ მარგველაშვილმა განაცახდა, რომ მისთვის გაუგებარია საერთოდ რატომ გაიმართა ეს დემონსტრაცია. მისი თქმით, თუ მომიტინგეებს არ მოსწონთ მოქმედი შრომის კოდექსი, მათ უნდა იცოდნენ, რომ პარლამენტში ცვლილებები უკვე ინიცირებულია.
„ისეთი შრომის კოდექსია შესული, რომ  ვერავინ ვეღარ გაინძრევა. ე.ი. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსი არის შესული“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
„ბიზნესისთვის კოშმარია“, – განაცხადა მან და როდესაც ჰკითეს, ეს კარგია, თუ ცუდი, მარგველაშვილმა უპასუხა:  „არა, როგორ არის კარგი, რას მეუბნებით, ძალიან პრობლემურია, მითუმეტეს ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც თუნდაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს“.
„ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტი გადაიხედება, სანამ მას პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენებით მიიღებს.
„ეს კოდექსი, რაც შევიდა, რომელსაც მე ნამდვილად ვეწინააღმდეგები, გაწერილი არის კონცეპტუალურად პროფკავშირების დიქტატით და პროფკავშირები არიან ერთ-ერთი მოთამაშე ამ პროცესში. შენ თუ არ დააბალანსე პროფკავშირი, ბიზნესის მოთხოვნები, დამსაქმებლის მოთხოვნები... პროფკავშირები ხომ არ მართავენ არც სახელმწიფოს, პროფკავშირები არ აწარმოებენ არც ბიზნესს  - ისინი არიან ერთ-ერთი მოთამაშე და ხედავთ რამხელა გადახრა არის, ერთ-ერთი მოთამაშის პოზიციიდან იწერება შრომის კოდექსი“, – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა: „ეს შექმნის პრობლემებს, არ დაარეგულირებს შრომით ურთიერთობებს - აი ამაში არის პრობლემა. არაადეკვატურად გაკეთებული ასეთი გადაწყვეტილება შრომით ურთიერთობებს არ დაარეგულირებს - ის შრომით ურთიერობებს გადაიყვანს არალეგალურ კონტექსტში, უმუშევრობას პირიქით პრობლემას შეუქმნის, იმიტომ რომ დამსაქმებელი აღარ გააფორმებს კონტრაქტს, იმიტომ რომ ეს კონტრაქტი არის კაბალური“. 
მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, რომელიც აქტიურადაა ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში, განაცხადა 3 მაისს: „ეს არის ქართული ოცნების ამომრჩეველთა  საოცნებო შრომის კოდექსი... რომელიც სრულად შეესაბამება იმ  დაპირებებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ მისცა ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის დროს“. 
„ეს არის კოდექსი, რომელიც აბალანსებს უფლებებს და მოვალეობებს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის და აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას გარდა, იგი არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან“, – დასძინა ბარამიძემ.

 

იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები შრომის კოდექსში, რომელიც პარლამენტმა აპრილში პირველი მოსმენით მიიღო, „როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია“ და „კოშმარია ბიზნესისთვის“, განაცხადა განათლების მინისტრმა და ვიცე–პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა.

გამოეხმაურა რა ბიზნესის ლობისტი ჯგუფების მიერ აპრილში პარლამენტის მიერ ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებამდე გამოთქმულ წუხილებს, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს „დაბალანსებულ“ შრომით ურთიერთობებს და მათ „არალეგალურ კონტექსტში გადაიყვანს“.

მარგველაშვილმა, რომელიც ვიცე–პრემიერი მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა, ეს განცხადება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. ოქტომბრის ბოლოს განათლების მინისტრად დანიშვნამდე იგი ამ ინსტიტუტის რექტორი იყო.

შეხვედრაზე მარგველაშვილი განათლების სფეროში არსებულ გეგმებსა და გამოწვევებზე საუბრობდა. მან შრომის კოდექსზე კომენტარი იმ შეკითხვაზე პასუხის დროს მოაყოლა, რომელიც 1 მაისს სტუდენტ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხებოდა.

ამ კითხვის საპასუხოდ მარგველაშვილმა განაცახდა, რომ მისთვის გაუგებარია საერთოდ რატომ გაიმართა ეს დემონსტრაცია. მისი თქმით, თუ მომიტინგეებს არ მოსწონთ მოქმედი შრომის კოდექსი, მათ უნდა იცოდნენ, რომ პარლამენტში ცვლილებები უკვე ინიცირებულია.

„ისეთი შრომის კოდექსია შესული, რომ  ვერავინ ვეღარ გაინძრევა. ე.ი. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსი არის შესული“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„ბიზნესისთვის კოშმარია“, – განაცხადა მან და როდესაც ჰკითეს, ეს კარგია, თუ ცუდი, მარგველაშვილმა უპასუხა:  „არა, როგორ არის კარგი, რას მეუბნებით, ძალიან პრობლემურია, მითუმეტეს ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც თუნდაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს“.

„ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტი გადაიხედება, სანამ მას პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენებით მიიღებს.

„ეს კოდექსი, რაც შევიდა, რომელსაც მე ნამდვილად ვეწინააღმდეგები, გაწერილი არის კონცეპტუალურად პროფკავშირების დიქტატით დაა პროფკავშირები არიან ერთ-ერთი მოთამაშე ამ პროცესში. შენ თუ არ დააბალანსე პროფკავშირი, ბიზნესის მოთხოვნები, დამსაქმებლის მოთხოვნები... პროფკავშირები ხომ არ მართავენ არც სახელმწიფოს, პროფკავშირები არ აწარმოებენ არც ბიზნესს  - ისინი არიან ერთ-ერთი მოთამაშე და ხედავთ რამხელა გადახრა არის, ერთ-ერთი მოთამაშის პოზიციიდან იწერება შრომის კოდექსი“, – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა: „ეს შექმნის პრობლემებს, არ დაარეგულირებს შრომით ურთიერთობებს - აი ამაში არის პრობლემა. არაადეკვატურად გაკეთებული ასეთი გადაწყვეტილება შრომით ურთიერთობებს არ დაარეგულირებს - ის შრომით ურთიერობებს გადაიყვანს არალეგალურ კონტექსტში, უმუშევრობას პირიქით პრობლემას შეუქმნის, იმიტომ რომ დამსაქმებელი აღარ გააფორმებს კონტრაქტს, იმიტომ რომ ეს კონტრაქტი არის კაბალური“. 

მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, რომელიც აქტიურადაა ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში, განაცხადა 3 მაისს: „ეს არის ქართული ოცნების ამომრჩეველთა  საოცნებო შრომის კოდექსი... რომელიც სრულად შეესაბამება იმ  დაპირებებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ მისცა ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის დროს“. 

„ეს არის კოდექსი, რომელიც აბალანსებს უფლებებს და მოვალეობებს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის და აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას გარდა, იგი არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან“, – დასძინა ბარამიძემ.


 

წყარო: სივილ ჯორჯია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია