დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა გაიზარდა
2015/08/12 14:45:41

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის ივლისის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 180 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.3% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.7% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

 

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.955 დონეზე დაფიქსირდა.

 

.. ივლისის თვეში ზრდა დაფიქსირდა როგორც წინა თვესთან (4.0%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან (14.5%-ით) შედარებით.

 

2015 წლის ივლისის თვეში, წინა თვესთან შედარებით, სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.9%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 7.5%-ით გაიზარდა. ანალოგიური ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებითაც: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 14.6%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 8.6%-ით.

 

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.957 და 0.898 დონეებზე დაფიქსირდა.

 

 

.. ივლისის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 477 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 59.3%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის სა ზოგადოების (1 512 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 36.2%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.5% კვლავ მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 113 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 54 კოოპერატივი, 15 სააქციო საზოგადოება, 8 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია