მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ სანიკიძემ განაცხადა, ყველა საჯარო სკოლის პედაგოგის ხელფასი, 70 ლარით გაიზრდება. მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლების ვაუჩერულ დაფინანსებასთან დაკავშირებულ მთავრობის დადგენილებაში, ცვლილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შევიდა.
"2013 წლის ბოლოს კი, საშემოსავლოს ხარჯზე პედაგოგებისთვის გაიცემა ე.წ. მე-13 ხელფასი. საბაზისო ხელფასი 243 ლარი ამ ეტაპზე 70 ლარით გაიზარდა", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარე წელს სახელფასო ზრდა აღარ იგეგმება.