დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა
2013/01/03 20:54:32

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და კომპანიებს„ინტერ-რაოს“ და “ენერგო-პრო ჯორჯიას” შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად დროებითი სამთვიანი მემორანდუმები გაფორმდა.

მემორანდუმები გარდამავალია და ითვალისწინებს 1 იანვრიდან, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მომხმარებლებისათვის ტარიფის 3.5 თეთრით შემცირებას, რომლებიც 0 დან 300 კვ ელექტროენერგიას მოიხმარენ. აღნიშნული კატეგორია აბონენების 90%-ს მოიცავს.
დროებითი მემორანდუმების გაფორმება მოხდა საქართველოს მთავრობის მოთხოვნით. რაც შეეხება ტარიფებს, ის უკვე საბოლოოდ დადგენილია და აღარ გაიზრდება შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში.

შესაბამისად, კომპანია „თელასის“ აბონენტებისათვის - 1 კილოვატსაათზე ელექტროენერგიის საფასური მომხმარებლებისათვის, რომლებიც 101 კვ ელექტროენერგიას მოიხმარენ, განისაზღვრა ნაცვლად 13,48 თეთრისა – 9,94 თეთრი, ხოლო 101-301კვ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიისათვის, ნაცვლად 16 თეთრისა, მომხმარებელი გადაიხდის 12,46 თეთრს. 301კვ-ს ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ შემცირებულა და ის განისაზღვრება 17,70 თეთრით.

კომპარია „ენერგოპროს“ აბონენტებისათვის: 1 კილოვატსაათზე ელექტროენერგიის საფასური მომხმარებლებისათვის, რომლებიც 101 კვ ელექტროენერგიას მოიხმარენ, განისაზღვრა ნაცვლად 12,98 თეთრისა 9,44 თეთრი, ხოლო 101-301კვ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიისათვის, ნაცვლად 16,52 თეთრისა, მომხმარებელი გადაიხდის 12,98 თეთრს. 301კვ-ს ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ შემცირებულა და ის განისაზღვრება 17,50 თეთრით.
რაც შეეხება კახეთის ენერგოდისტრიბუციას, უახლოეს მთავრობის სხდომაზე იგეგმება შესაბამისი დადგენილების მომზადება, რომლის შედეგადაც მოხდება ტარიფების სუბსიდირება და მათი გატოლება კომპანია „ენერგოპროს“ ტარიფებთან.

„ტარიფის მარჟის გაანგარიშების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მიგვეგნო ისეთი დაკლების ფორმულისთვის, რომელიც არ იქნებოდა კონტრპროდუქტიული საქართველოს ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივისთვის; მისაღები იქნებოდა მოსახლეობისთვის და რეალურ შეღავათს მისცემდა მათ, კომპანიებისთვის არ იქნებოდა დამანგრეველი, არ გამოიწვევდა ხარჯვის ნახტომისებურ ზრდას და ასევე იქნებოდა თანაბარი ყველა რეგიონში.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1742
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია