დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა
2016/05/22 14:50:14

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციის ქალაქ იუში (Yiwu) „ქართული ღვინის სახლიგაიხსნა, რომელიცსუოლუნ კომპანისმიერ გახსნილი რიგით მეოთხე ობიექტია, სადაც ხდება ქართული ღვინის რეალიზაცია და პოპულარიზაცია.


ქათული ღვინის მაღაზია-სალონების ქსელი სახელწოდებითქართული ღვინის სახლიჩინეთში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. „სუოლუნ კომპანიამაისის ბოლოს კიდევ სამქართული ღვინის სახლსგახსნის სინძიანის პროვინციაში. სულ წლის ბოლომდე, ჩინეთის მასშტაბით, კომპანია 80-მდექართული ღვინის სახლისგახსნას გეგმავს.  „სუოლუნ კომპანისგენერალური დირექტორი ისიაო ძიუნუმი მიიჩნევს, რომქართული ღვინის სახლისრაოდენობის ზრდა ჩინეთში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, სადაც დაინტერესებული მომხმარებელი არა მარტო ღვინოს, არამედ ქართულ კულტურასა და ისტორიასაც გაეცნობა.


ქალაქ იუს ლოჯისტიკურ ცენტრში, ასევე გაიხსნა ქართული ღვინის საწყობი, საიდანაცქართული ღვინის სახლისქსელი სისტემატიურად მომარაგდება ღვინოებით. ქართული ღვინის საწყობის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი და სხვა დელეგატები.


ჩინეთში უკვე 15 „ქართული ღვინის სახლია“ (მაღაზია, სალონი, პავილიონი, ცენტრი), რომელიც სხვადასხვა კომპანიამ ბოლო ორ წელიწადში გახსნა.


2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%- მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. ზრდის ტემპები წელსაც შენარჩუნებულია - იანვარ-აპრილის მონაცემებით, ჩინეთი  ექსპორტირებულია  779 425  ბოთლი, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედართებით 58% შეადგინა.


 

ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მატება განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულმა აქტიურმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა. 2015 წლის ივლისში პეკინში, გაიხსნა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი, ქართული ღვინო მონაწილეობს ჩინეთში გამართულ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, ჩინელი ღვინის პროფესიონალების, მედიისა და მოყვარულებისთვის საქართველოში ეწყობა ღვინის ტურები და ა.შ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7234
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია