დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აწარმოე საქართველოში“ - განახლებული პროგრამები და სარგებლობის მექანიზმები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/06/24 17:45:09

 


დღეს, სააგენტოსაწარმოე საქართველოში  დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს განახლებული პროგრამების და პროგრამებით სარგებლობის მექანიზმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.


ღონისძიების ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც მეწარმეების ხელშეწყობის გაძლიერებისთვის განხორციელდა და ასევე, იმ მექანიზმების შესახებ, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული პოტენციური და არსებული მეწარმე შეძლებს მისთვის საინტერესო პროგრამით სარგებლობას.


აღსანიშნავია, რომ პროგრამების სიმრავლისა და კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამასთანავე, ადგილობრივი წარმოების და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პოტენციურ მეწარმეებს ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ როგორ ისარგებლონ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმებით. კერძოდ, რა ნაბიჯები უნდა განხორციელდეს მეწარმეების მხრიდან სესხის თანადაფინანსების, უზრუნველყოფის, თუ გრანტის მიღების შემთხვევაში.


გაეცანით პრეზენტაციას მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/2VdvW7z


შეგახსენებთ, რომ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამის საქმიანობის სახეობები გაიზარდა და  შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებებიკერძოდ, პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50,000 ლარამდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 10 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც უფრო მეტ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს სესხის თანადაფინანსებით. ასევე, გაიზარდა საქმიანობების სახეობები: პლასტმასის, სამშნებლო მასალების, მინერალური წყლების წარმოება და ლაბორატორიებითანადაფინანსების თვეების რაოდენობა24-დან 36 თვემდე გაიზარდა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეიცვალა თანამონაწილეობის პროცენტიც - რეფინანსირების განაკვეთს + 3%, ხოლო ლიზინგის საგნის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთს + 5%.


იცვლება საკრედიტო საგარანტიო სქემის მასშტაბიც, კერძოდ პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად90%-ის ოდენობით მოხდება. ამასთანავე30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში. საკრედიტო - საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება.


აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული  მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამის  ბიუჯეტი 10-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და  რეგიონების განვითარებაზე ორიენტირებულ საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პრიორიტეტი ენიჭება: ქალ მეწარმეს, შშმ პირს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 737
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია