დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წულაია „კორპუსის“ გაუქმებას ითხოვს
2012/07/10 15:45:38

„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ლიდერმა, გოგი წულაიამ, თავის თანაგუნდელებთან ერთად, ქუთაისის საკრებულოს აპარატში განცხადება შეიტანა, პარტია საკრებულოდან ბლანეკბს ითხოვს, რათა დაიწყოს ხელმოწრების შეგროვება პროგრამა „კორპუსის“ გაუქმების მოთხოვნით.

„პროგრამა „კორპუსი“ არაკანონიერია და ჩვენ ეს არაერთხელ  აღვნიშნეთ, ამიტომ ახლა სრულიად კანონიერად მივმართავთ თვითმმართველობას, რათა საკრებულომ გადმოგვცეს სპეციალური ბლანკები, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება, მოაწეროს ხელი  და დააფიქსიროს პოზიცია, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური და არჩვენებისთვის შექმილი პროგრამა.

ხელისუფლება საარჩევნოდ არიგებს სახურავის მასალას, რაც კანონის უხეში დარღვევაა. როცა მოგელაძე (კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი) დასდევს ამ კერძო ფულებს და ჯარიმებს ჯარიმებზე აცხობს, კეთილ ინებოს და, დაინტერესდეს ამ საქმიანობით: პროგრამა „კორპუსს“ ამოფარებული 106 ნაციონალი როგორ იდებს ჯიბეში მილიონებს,“ - აცხადებს წულაია.

„ ქუთაისის მერიის 270-ე დადგენილება, რომელიც ლიფტების რეაბილიტაციას ითვალისწინეს, კანონის უხეში დარღვევითაა შედგენილი. კანონის სულ სხვა რაიმეს მიუთითებს და არა ლიფტების შეკეთებას.“ - ამბობს იურისტი არჩილ არაბიძე.

წულაის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების უფროსი. კახაბერ ხვარეშიას განცხადებით, წულაიას ბრალდება რეალობას მოკლებულია.

„წულაის ბრალდებები უსაფუძვლოა და მეტი არაფერი. მე შემიძლია, გამოვაცხადო მთელი პროგრამა, რადგან მათთვის, ვინც სკეპტიკურად უყურებს ამ ყველაფერს, ნათელი გახდეს, რომ ეს ადამიანები რეალურად აკეთებენ თავიანთ საქმეს, რასაც კანონი ავალდებულებს და არა იმას, რასაც მათ აბრალებენ,“ - ამბობს კახა ხვარეშია.

„თავისუფალი საქართველო“ საკრებულოდან ხელმოწერების ჩასაწერ ბლანკებს ელოდება, რათა ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1656
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია