დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული დელეგაცია პოლონეთში ბიზნეს ფორუმს დაესწრება
2013/06/26 12:39:37

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი არიან, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში და OECD ევრაზიის მინისტერიალის კონფერენციაში, რომელიც პოლონეთის ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

აღნიშნულ ღონისძიებათა მიზანია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაძლიერება.

ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ნარმანიას შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კატარჟინა პევჩინსკა-ნალეჩთან, პოლონეთის ეკონომიკის მინისტრთან იანუშ პეხოჩინსკისთან და პოლონეთის რეგიონული განვითარების მინისტრთან ელჟბიეტა ბიენკოვსკასთან.

შეხვედრებზე ყურადღება საქართველოსა და პოლონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე გამახვილდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია