დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში გაფიცვა შეწყდა
2012/11/06 14:51:49

როგორც ცნობილი ხდება, ჭიათურელმა მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს.

გაფიცვის შეწყვეტაზე ისინი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა დაიყოლია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო News.ge-ს გაფიცულთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა როლანდ აბდუშელიშვილმა განუცხადა.

საწარმოს ადმინისტრაციასთან შეხვედრიდან გამოსულმა ჟორჟოლიანმა გაფიცულებს თხოვნით მიმართა, ამ ეტაპზე მიეღოთ ხელმძღვანელობის შემოთავაზება ხელფასის 32%-იან ზრდასთან დაკავშირებით და დაბრუნებოდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს.

მაღაროელებისვე ინფორმაციით, ჟორჟოლიანმა მათ პირობა მისცა, რომ 8 ნოემბერს პარლამენტი სპეციალურ კომისიას დაამტკიცებს, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზში“ არსებულ სიტუაციას შეისწავლის, მათ შორის ფინანსურ დოკუმენტაციას და, საჭიროების შემთხვევაში, საწარმოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებს.

აბდუშელიშვილის თქმით, საწარმოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ჟორჟოლიანმა მაღაროელებს განუცხადა, რომ მომდევნო 2 თვის მანძილზე მათი ანაზღაურება 40%-მდე გაიზრდება.

ჭიათურელი მაღაროელები 15 ოქტომბერს გაიფიცნენ. ისინი მოითხოვდენ ხელფასების 100%-იან ზრდას, შრომის უსაფრთხო პირობების შექმნას, შვებულების ხანგრძლივობის გაზრდას, სამედიცინო დაზღვევასა და საშემოსავლო გადასახადის შემცირებას. მათ მოთხოვნებში შედიოდა ასევე კვების პირობების მოწესრიგება და ზენორმატიულ სამუშაოებზე დანამატის დაწესება.

მაღაროელთა ნაწილი რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა სამუშაო ადგილებს, თუმცა ნაწილი ამ დრომდე აგრძელებდა პროტესტს.

(ბ.ი.)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1700
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია