საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ოფიციალური მონაცემები
საქართველოში ბიზნესის წამოწყება კვლავ მარტივია, თუმცა ინვესტორები უფრო დაცულად ვეღარ გრძნობენ თავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/02 16:09:32

მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბიზნესის კეთების სიმარტივით რანჟირებულ ქვეყნებს შორის საქართველო მე-12 ადგილიდან მე-9 ადგილზე დაწინაურდა.

ხოლო, რაც შეეხება ბიზნესის დაწყების სიმარტივეს, ამ კუთხით საქართველო მე-7 ადგილზეა და ქვეყნის მონაცემი 2012 წელთან შედარებით არ შეცვლილა.

ბიზნესის სიადვილის დასადგენად იზომება, რამდენად მარტივია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის ბიზნესის დაწყება, ანგარიშში ასახულია ოფიციალური სტრუქტურების რამდენი მოთხოვნაა შესასრულებელი და რა დრო ჭირდება პროცედურების შესრულებასმსოფლიო ბანკი ასევე ითვალისწინებს მინიმუმი კაპიტალის რაოდენობის მოთხოვნას, რომელიც ბიზნესის დასაწყებად საჭიროა.

საქართველოში ბიზნესის დასაწყებად  ორი საფეხურის შესრულებაა საჭირო, რომელსაც 2 დღე სჭირდება. პროცედურის ღირებულება 100-დან 200 ლარამდე მერყეობს.

საქართველოს კერძო საკუთრების დარეგისტრირების სიმარტივის კუთხით  პირველ ადგილზეა, ხოლო კრედიტების აღების სიმარტივის თვალსაზრისით მე-4 ადგილზე მოხვდა.  2012  წელთან შედარებით, გაუარესდა ინვესტორთა დაცულობის მონაცემი, თუ 2012 წელს საქართველო მე-17 ადგილზე იყო აღნიშნული საზომით, ახლა მე-19 ადგილზეა.

საუკეთესო ადგილი ბიზნესის დასაწყებად ახალი ზელანდიაა. ქვეყნაში მხოლოდ ერთ საფეხურიის გავლაა საჭირო (ონლაინ რეგისტრაცია) ბიზნესის დასაწყებად, აღნიშნულ პროცედურებს მხოლოდ ერთი დღე ჭირდება. ამისთვის 129 დოლარი უნდა გადაიხადოთ და მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა ქვეყნას არ აქვს.

საუკეთესო ქვეყანა ბიზნესის კეთებისთვის კი სინგაპურია. რეიტინგის შესადგენად სულ 185 ქვეყნის ეკონომიკა გაზომეს.

ქვეყნების ათეული, სადაც ბიზნესის დაწყება იოლია ასე გამოიყურება:

1. ახალი ზელანდია

2. ავსტრალია

3. კანადა

4. სინგაპური

5. მაკედონია

6. ჰონ კონგი

7. საქართველო

8. რუანდა

9. ბელარუსი

10. ირლანდია

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2349
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია