დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანანა კობახიძე - ერთხელ უკვე ვიზეიმეთ და ყოველთვის პომპეზურობა საჭირო არ არის
ავტორი:
2014/ივლისი/12 22:00:01
ერთხელ უკვე ვიზეიმეთ და ყოველთვის პომპეზურობა საჭირო არ არის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ "ინტერპრესნიუსის" შეკითხვის პასუხად განაცხადა - თუ რატომ არ არის "ქართული ოცნების" ოფისთან საზეიმო სცენა მოწყობილი, განსხვავებით არჩევნების პირველი ტურისგან.
როგორც კობახიძემ განმარტა, "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება პირველი ტურის შედეგების დროს იზეიმა. მისი თქმით, კოალიცია ამ დროისთვისაც დარწმუნებულია სრულ გამარჯვებაში, თუმცა, არ მიიჩნევს, რომ პომპეზურობა ყოველთვის საჭიროა.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, რაღაც ფორმით "ქართული ოცნება" გამარჯვებას მაინც აღნიშნავს, როდესაც პირველადი შედეგები გამოცხადდება. "ერთხელ უკვე ვიზეიმეთ, რამდენჯერ უნდა ვიზეიმოთ?! ჩვეულებრივი ამბავია. არჩევნებში გამარჯვება გვიხარია, რაც აღვნიშნეთ შამპანურით. ჩვენ მაშინაც გავიმარჯვეთ, აშკარა იყო ოცნების პირველობა. დღეს საბოლოოდ გავიმარჯვეთ, თუმცა, არ არის საჭირო ყოველთვის პომპეზურად აღნიშნო რაღაც, თუმცა, რაღაც ფორმით მაინც აღვნიშნავთ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ამასთან, მისი შეფასებით, საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის აქტივობა ნორმალური იყო და არჩევნებმაც, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია