დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი - ”ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალისხმევას არ იშურებს, რომ წინ წაიყვანოს ქვეყანა
ავტორი:
2017/სექტემბერი/02 18:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-02 13:49:41", "headline" : "გიორგი კვირიკაშვილი - ”ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალისხმევას არ იშურებს, რომ წინ წაიყვანოს ქვეყანა", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/1fc47f9a7d87733a07cd5a09495cc9a0.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "გიორგი კვირიკაშვილი - ”ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალისხმევას არ იშურებს, რომ წინ წაიყვანოს ქვეყანა" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450189-giorgi-kvirikashvili-qarthuli-ocneba-khelisuflebashi-mosvlis-dghidan-dzaliskhmevas-ar-ishurebs-rom-tsin-tsaiyvanos-qveyana.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - ”ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალისხმევას არ იშურებს, რომ წინ წაიყვანოს ქვეყანა", "datePublished": "2017-09-02 13:49:41", "dateModified": "2017-09-02 13:49:41", "description": "”ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალისხმევას არ იშურებს, რომ სწორი მიმართულებით და წინ წაიყვანოს ქვეყანა, - ამის შესახებ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/1fc47f9a7d87733a07cd5a09495cc9a0.jpg", "height": 470, "width": 246 } } ”ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალისხმევას არ იშურებს, რომ სწორი მიმართულებით და წინ წაიყვანოს ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შედეგზე ორიენტირებულობა ”ქართული ოცნების” მთავარი პრიორიტეტია და მთავრობამ ეს ძალიან მოკლე დროში დაამტკიცა.

”მიხარია, რომ რეგიონულ საარჩევნო შეხვედრებს ქუთაისიდან ვიწყებთ. მადლობას მოგახსენებთ ყველას მობრძანებისთვის, გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ოქტომბერში თქვენ ისევ გეძლევათ საშუალება გადაწყვიტოთ, ვის ჩააბაროთ და ანდოთ საკუთარი ქალაქი, რაიონი თუ სოფელი, რომელი პოლიტიკური ძალა იფიქრებს და იზრუნებს თქვენი სოფლის, რაიონისა თუ ქალაქის ბედზე, ხალხის საჭიროებებზე, მათთვის ცხოვრების უკეთესი და ღირსეული პირობების შექმნაზე. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის უმრავლესობამ უკვე ოთხჯერ გამოუცხადა ”ქართულ ოცნებას” ნდობა და ამ ნდობის მანდატით აღჭურვილი პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალისხმევას არ იშურებს, რომ სწორი მიმართულებით და წინ წაიყვანოს ქვეყანა, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს. შედეგზე ორიენტირებულობა „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ ეს ძალიან მოკლე დროში დავამტკიცეთ: ჯანდაცვისა და სოციალურმა პროგრამებმა ათასობით ჩვენს მოქალაქეს სიცოცხლე შეუნარჩუნა; სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის უპრეცედენტო ხელშეწყობამ თავისი შედეგები გამოიღო - დღეს უკვე აქტიურად ვითარდება მეწარმეობა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი და ვაპირებთ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორცილებას ყველა მიმართულებით. სწორედ ამას ემსახურება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც სულ უფრო იკრებს ძალას და ქვეყნის სწრაფი ტემპით წინსვლასა და ხალხის კეთილდღეობას ისახავს მიზნად”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია