დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"სამართლიანი არჩევნები" - მეორე ტური რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში უნდა გაიმართოს
ავტორი:
2014/ივნისი/16 11:00:15
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგებით მეორე ტური რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში უნდა გაიმართოს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსთავში, მცხეთაში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში გორსა და თელავში არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს.
მათ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, რუსთავში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების 41,1% მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა-28,8%, ეროსი კიწმარიშვილმა - 11,9%, ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა - 6,3% პატრიოტთა ალიანსმა - 4,3%, "ლეიბორისტულმა პარტიამ"- 2,3%, არასაპარლამენტო ოპოზიციამ - 2,1%, საქართველოს გზამ - 1,6%.
მათივე ინფორმაციით, მცხეთაში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების 33,6% მიიღო, "მწვანეთა პარტიამ" - 25,6%, ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ - 23,9%, პატრიოტთა ალიანსმა - 7,5%, სახალხო პარტიამ - 3,8%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 1,9%. ქუთაისში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა მიიღო 50,7%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 26,2%, ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ - 13,5% პატრიოტთა ალიანსმა - 3,7% "ლეიბორისტულმა პარტიამ" - 2,7%, "არასაპარლამენტი ოპოზიციამ" - 1,8%. ზუგდიდში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების 58,4% მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 33,1% არასაპარლამენტო პოზიციამ - 4,3%, ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ - 4,2%.
ამბროლაურში "ქართული ოცნების კანდიდატმა - 82,9% მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ"- 17,2%. "ქართული ოცნების" კანდიდატმა 44,4% მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ - 17,8%, "საქართველოს გზამ" - 8,2% პატრიოტთა ალიანსმა - 7,7% ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ 6,2%. ფოთში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ხმების 46% დააგროვა, მეორე ადგილზე პატრიოტთა ალიანსია ხმების 20,7%-ით, ნაციონალურმა მოძრაობამ - 19,2% მიიღო, ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ 14,2%. ოზურგეთში "ქართულმა ოცნებამ" 34,8% მიიღო, პატრიოტთა ალიანსმა 19,7%, საქართველოს გზამ - 17,9%, ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ 12,3%, ნაციონალურმა მოძრაობამ - 9,6%. გორში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების 40,8% მიიღო, ოქრუაშვილის პარტიამ - 28,2%, ნაციონალურმა მოძრაობამ- 15,2%, ბურჯანაძე ერთიანმა ოპოზიციამ - 6,9%.; ახალციხეში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების 60,5% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ - 31,1%. თელავში "ქართული ოცნების" კანდიდატმა 41,6% მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 23,1%. ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ - 13% არასაპარლამენტო ოპოზიცია - 10%.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია