დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცხვარიჭამიაში, მდინარე თეზამის კალაპოტიდან სავარაუდოდ ინერტული მასალის უნებართვოდ მოპოვება მიმდინარეობს
ავტორი:
2013/ნოემბერი/01 16:00:03
ცხვარიჭამიაში, მდინარე თეზამის კალაპოტიდან სავარაუდოდ ინერტული მასალის უნებართვოდ მოპოვება მიმდინარეობს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ცხვარიჭამიის მაცხოვრებლებმა აცნობეს, მდინარე თეზამის ხეობაში, ყოფილი პიონერთა ბანაკ "დილას" მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელი პირები სპეციალური ტექნიკით სამუშაოებს ამ მომენტშიც აწარმოებენ. უცნობებმა ცხვარიჭამიის მოსახლეობას განუცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ნავთობის მოძიების სამუშაოებს აწარმოებენ.
მოსახლეობა ეჭვს გამოთქვამს, რომ უცნობი პირებს მდინარის კალაპოტიდან ინერტული მასალა გააქვთ. ასევე ფიქრობენ, რომ მდინარის ნაპირზე არსებული სამკურნალო ტალახის მოჭრას აწარმოებენ.
ამასთან, "ინტერპრესნიუსი" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესამსახურს დაუკავშირდა, სადაც ფაქტის შესახებ არ იცოდნენ და განაცხადეს, რომ შეტყობინების შემდეგ სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გავიდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2537
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია