დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისი სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას მასპინძლობს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/08 10:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/janelidzemixeil.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456381-thbilisi-suamis-sagareo-saqmetha-ministrtha-sabtcos-specialur-skhdomas-maspindzlobs.html", "headline": "თბილისი სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას მასპინძლობს", "datePublished": "2017-10-08 06:34:51", "dateModified": "2017-10-08 06:34:51", "description": "თბილისი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/janelidzemixeil.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას მასპინძლობს. სხდომა სუამის დაფუძნებიდან 20 წლისთავს ეძღვნება.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოში იმყოფებიან სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, რომელთაც მათი ქართველი კოლეგა მიხეილ ჯანელიძე მასპინძლობს.

დელეგაციას ხელმძღვანელობს სუამის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი. დღევანდელი ღონისძიება ორმხრივი შეხვედრებით დაიწყო, რის შემდეგაც სპეციალური სხდომის ფარგლებში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა ერთობლივ კომუნიკეს მოეწერება ხელი.

“ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია მეგობარი სახელმწიფოების მიერ, რომელთაც გააჩნიათ საერთო ინტერესები და საერთო ხედვა მეტი სტაბილურობის განვითარებისათვის. ამ ორგანიზაციამ 20 წლის განმავლობაში შეძლო უფრო განევითარებინა ინსტიტუტები, ჩამოეყალიბებინა თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატები, ასევე, საკუთარი პოზიცია დაემკვიდრებინა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო ფორმატებში. სუამმა შეძლო განევითარებინა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულება, სატრანსპორტო კავშირები, ხალხთაშორის კონტაქტები, უწყებათაშორისი და სექტორული თანამშრომლობა. ორგანიზაციის ფარგლებში არსებობს არა მხოლოდ მთავრობათაშორისი, არამედ საპარლამენტო თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, რომელიც უკავშირდება თანამშრომლობიდან უფრო მეტ თანაქმედებაზე გადასვლას, რათა ერთად შევძლოთ კიდევ უფრო ძლიერი სუამის განვითარება”, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის დაწყების წინ.

კომუნიკეში, რომელსაც სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის ფარგლებში მოეწერება ხელი, დადასტურებული იქნება ოთხივე ქვეყნის ერთსულოვნება, გააგრძელონ მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გასული 20 წლის განმავლობაში სუამის წევრმა ქვეყნებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი გამოცდილება, ერთობლივი პროექტების განხორციელების შედეგად, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის, კულტურის, სამართალდამცავი და საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის სფეროებში. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა.

საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტი საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის დინამიური და პროდუქტიული თანამშრომლობის უზრუნველყოფაა.

ვიზიტის ფარგლებში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წევრები, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია