დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
ავტორი:
2014/ივლისი/04 21:30:02
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, ხელოვნების, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ქ. სეულში მოეწერა ხელი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ, ხოლო კორეის რესპუბლიკის მხრიდან - საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა, ჩო ტე-იულმა მოაწერა.
სიმბოლურია, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა სწორედ 4 ივლისს, როდესაც ქ. სეულში გაიხსნა კავკასიის კულტურის ფესტივალი.
აღნიშნულ ფესტივალში საქართველოს მხრიდან ანსამბლი "რუსთავი" მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში, 4-6 ივლისს, ჩატარდება აგრეთვე ფოტოგამოფენა "Spectacular Georgia".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია