დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სოფო კილაძე დაინტერესებულ მხარეებს ბავშვთა კოდექსზე მუშაობაში ჩართვას სთავაზობს
ავტორი:
2017/დეკემბერი/04 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kiladze_8ac62.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466519-sofo-kiladze-dainteresebul-mkhareebs-bavshvtha-kodeqsze-mushaobashi-charthvas-sthavazobs.html", "headline": "სოფო კილაძე დაინტერესებულ მხარეებს ბავშვთა კოდექსზე მუშაობაში ჩართვას სთავაზობს", "datePublished": "2017-12-04 05:39:16", "dateModified": "2017-12-04 05:39:16", "description": "პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დაინტერესებულ მხარეებს ბავშვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kiladze_8ac62.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დაინტერესებულ მხარეებს ბავშვთა კოდექსზე მუშაობაში ჩართვას სთავაზობს.

როგორც კილაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის შეფასებისას განაცხადა, ეს არის უდიდესი ტრაგედია მთელი საზოგადოებისთვის და მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს.

"მგონია, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოება და სახელმწიფო უნდა დავდგეთ ერთად. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ევალება ის, რომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. როგორც მოვისმინეთ, შს და განათლების სამინისტროები გეგმავენ შესაბამის ღონისძიებებს, თუმცა მე მგონია, რომ მხოლოდ ამ ორი სამინისტროთი არ უნდა შემოვიფარგლოთ და კომპლექსური, მასშტაბური ღონისძიებები გავატაროთ, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ ასეთი სახის საშინელება. ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, ბავშვის კოდექსზე ვმუშაობთ და იქაც შესაბამისი მექანიზმებია ჩადებული, მათ შორის, ბავშვთა დაცვის ღონისძიებები საჯარო სივრცეში. ჩვენი კომიტეტი ღიაა იმისთვის, რომ მოვისმინოთ საზოგადოების მხრიდან შესაბამისი წინადადებები და შენიშვნები იმისთვის, რომ ეს კოდექსი უფრო სრულყოფილი გახდეს, თუმცა მხოლოდ ეს კოდექსი არ იქნება საკმარისი და ეს მიმართულება მოითხოვს ძალიან ბევრ მუშაობას", - განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, ზოგადად შესაძლებელია საუბარი კანონმდებლობის გამკაცრებაზეც, მაგრამ მხოლოდ ეს გამოსავალი არ არის.

"პირველ რიგში, ეს განათლების თემაა და ისიც, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ოჯახების მიმართულებით მუშაობა, ის რომ უფრო მეტად მივაქციოთ ყურადღება, ოჯახებში როგორ ხდება ბავშვების აღზრდა - ამაში რა თქმა უნდა, სახელმწიფო პირდაპირ ვერ ჩაერევა, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ სახელმწიფო ოჯახებს ეხმარებოდეს გაძლიერებაში და სკოლა და ოჯახი ერთად არიან მნიშვნელოვანი ასეთ საკითხებთან მიმართებაში",- განაცხადა კილაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია