დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - გაოცებული ვარ, რომ მთავარი თემა დღეს საქართველოში არის პარტიების დაფინანსება
ავტორი:
2014/ივნისი/25 19:30:02
გაოცებული ვარ, რომ მთავარი თემა დღეს საქართველოში არის პარტიების დაფინანსება, – ამის შესახებ კოალიცია "ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პოლიტიკური პარტიების შემოწირულობას ეხებოდა.
"პარტიის შემოწირულობებთან დაკავშირებით ჩვენი ყველა ინფორმაცია არის აბსოლუტურად საჯარო. განსხვავებით ხელისუფლებისაგან, რომელსაც ძალიან სერიოზულად აფინანსებენ ბიზნესმენები, ჩვენ არც ერთ კომპანიას არ დავუფინანსებივართ. "ქართულმა ოცნებამ" იმდენად ეფექტურად გააგრძელა ბიზნესთან ის ურთიერთობები, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა, რომ არც ერთ კომპანიას ჩვენთვის თანხა არ გადმოურიცხავს. მე ვთხოვ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ კარგად გადაამოწმონ ინფორმაცია, რომელსაც ისინი ავრცელებენ. ძალიან გაოცებული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ მთავარი თემა დღეს, როდესაც გამოცხადდა ცხინვალის რეფერენდუმის შესახებ, სრულიად საქართველოში არის პარტიების დაფინანსების თემატიკა. თუ ეს თემა მარტო მე და ჩემს თანამებრძოლებს გვაინტერესებს, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი ქვეყნის საქმე", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1078
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია