დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დღეს საქართველოს ინოვაციების კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/19 10:30:02
"ექსპო ჯორჯიას" მე-3 პავილიონში დღეს საქართველოს ინოვაციების კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შემაჯამებელ ღონისძიებაზე მომხსენებლები ინოვაციური მეწარმეობის სხვადასხვა ასპექტებზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ქართველი და უცხოელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ.
დღესვე გაიმართება Hack-a-thon-is და Make-a-thon-ის მონაწილე გუნდების პრეზენტაციები და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. Make-a-thon-ის გამარჯვებული გუნდის წევრებს კომპანია "სამსუნგისაგან" Samsung Galaxy S5 Mini-ს, ხოლო საქართველოს უნივერსიტეტისაგან Arduino Uno-ს ნაკრებს მიიღებენ. Hack-a-thon-ში მონაწილე 3 საუკეთესო გუნდს კი კომპანია Silk Net 300 ლარიან ვაუჩერს გადასცემს.
ღონისძიება დაჯილდოების და დახურვის საზეიმო ცერემონიალით დასრულდება.
"საქართველოს ინოვაციების კვირეულის" ორგანიზატორი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია