დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2014/ივლისი/16 20:00:02
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე 7-8 ოქტომბერს დაგეგმილი დისკუსიების 29-ე რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საოკუპაციო რეჟიმებისა და რუსეთის მხრიდან დაუშვებელია მოლაპარაკებების დღის წესრიგის ისეთი ძირითადი საკითხების დაბლოკვა, როგორიცაა ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების დაბრუნების თემა. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ყველა შესაძლო ზომა უნდა მიიღონ იმისათვის, რომ ფორმატის ფარგლებში განხილულ იყოს დღის წესრიგის ყველა საკითხი და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან ფორმატის გადახედვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 924
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია