დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი თემურ აბაზოვზე - ქალაქის მერს შესაბამისი მოთმინება უნდა ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს
ავტორი:
2018/ივნისი/13 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/volski2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498370-gia-volski-themur-abazovze-qalaqis-mers-shesabamisi-mothmineba-unda-hqondes-da-yvelafers-samarthlebrivad-miudges.html", "headline": "გია ვოლსკი თემურ აბაზოვზე - ქალაქის მერს შესაბამისი მოთმინება უნდა ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივ...", "datePublished": "2018-06-13 11:35:24", "dateModified": "2018-06-13 11:35:24", "description": "პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის დაკავებას გამოეხმაურა. როგორც ვო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/volski2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის დაკავებას გამოეხმაურა. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ქალაქის მერს შესაბამისი მოთმინება უნდა ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს.

"ასეთი უშვერი გინება და უშვერი სიტყვები ქუჩაზე, მიტინგზე არასოდეს არ გამიგია და აქციის ორგანიზატორებს ასეთი გამოხტომა უნდა აღეკვეთათ. თუმცა, ქალაქის მერი იმიტომ არსებობს და თანამდებობა იმიტომ აქვს, რომ შესაბამისი მოთმინება ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში განუკითხაობა იქნება. მთავარი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი სწორედ ეს არის. თუმცა, უდანაშაულობის პრეზუმფციას ნუ დავარღვევთ, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და დასკვნები აქედან გამოვიტანოთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1071
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია