დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად ლევან ჯანაშიას 8 ოქტომბერს წარადგენენ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/05 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/janashialevan.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456060-saqarthvelos-advokattha-asociaciis-thavmjdomareobis-kandidatad-levan-janashias-8-oqtombers-tsaradgenen.html", "headline": "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად ლევან ჯანაშიას 8 ოქტომბერს წარადგენენ", "datePublished": "2017-10-05 16:32:29", "dateModified": "2017-10-05 16:32:29", "description": "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ჯანაშიას ოფიციალური წარდგენა 8 ოქ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/janashialevan.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ჯანაშიას ოფიციალური წარდგენა 8 ოქტომბერს გაიმართება.
კანდიდატს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი წარადგენს. ლევან ჯანაშია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ლქტორია 2005 წლიდან, ხოლო საადვოკატო საქმიანობას 2004 წლიდან ეწევა. თავმჯდომარეობის კანდიდატი დამსწრე საზოგადოებას თავისი გუნდის საარჩევნო პროგრამას გააცნობს.

ღონისძიება 8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართება.

ლევან ჯანაშიამ იურიდიული განათლება 1999-2004 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე, რომლის თემაა - კონდიქციური ვალდებულებები საერთო და კონტინენტური სამართლის ქვეყნებში.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ის 2004 წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას. ამავე პერიოდიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2010 წლიდან არის შპს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ თავმჯდომარე. 2011 წლიდან იკავებს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორის პოზიციას.

საადვოკატო პრაქტიკის მანძილზე მის წარმოებაში იყო და კლიენტის სასარგებლოდ დასრულდა ათეულობით სასამართლო საქმე. აქვს კლიენტების სასამართლოში, სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებში და მესამე პირებთან წარმომადგენლობის თერთმეტწლიანი გამოცდილება. საარბიტრაჟო პრაქტიკის მანძილზე განხილული აქვს 2000-ზე მეტი საქმე.

მისი სამუშაო სფეროა - ვალდებულებითი სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, დელიქტური სამართალი, კანონისმიერი ვალდებულებები, სანივთო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, ბიზნეს სამართალი, საბანკო სამართალი, საოჯახო სამართალი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, შიდა და საერთაშორისო არბიტრაჟი, მედიაცია.

რაც შეეხება აკადემიურ საქმიანობას, ის 2004 წლიდან მუშაობს ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, სანივთო, სამოქალაქო საპროცესო და არასახელშეკრულებო ვალდებულებების მიმართულებით. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის და კვლევის ავტორი. არის სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს (USAID/JILEP) თანაავტორი. 2004 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენ-პროფესორია.

ამასთან ის 2005-2007 წლებში უძღვებოდა სალექციო კურსებს სამართლისა და ეკონომიკის გერმანულენოვან ფაკულტეტზე. 2005-2008 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ექსპერტი სახელშეკრულებო და ვალდებულებით სამართალში. 2008-2011 წლებში უძღვებოდა სალექციო კურსებს კავაკასიის სამართლის სკოლაში. 2011-2013 წლებში კი - სალექციო კურსებს საქართველოს უნივერსიტეტში.
2010 წლიდან უძღვება სალექციო კურსებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2013 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი, უძღვება ტრენინგ კურსებს პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის ვალდებულებით, სახელშეკრულებო და საპროცესო სამართალში, მედიაციასა და არბიტრაჟზე. ლევან ჯანაშია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს ფლობს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია