დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მონაწილეობს
ავტორი:
2017/დეკემბერი/07 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/qacarava_2d6eb.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467337-sofio-qacarava-eutho-s-saparlamento-asambleis-biuros-skhdomashi-monatsileobs.html", "headline": "სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მონაწილეობს", "datePublished": "2017-12-07 11:57:01", "dateModified": "2017-12-07 11:57:01", "description": "საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/qacarava_2d6eb.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საერთაშორისო დღის წესრიგი, წევრი ქვეყნების პოლიტიკური კავშირები და უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხები განიხლებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სოფიო ქაცარავას თქმით, გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად უნდა იდგეს.

„ბიუროს წევრის სტატუსით, პირველად ვმონაწილეობ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომის მუშაობაში, სადაც ყურადღება გავამახვილე ეუთო-ს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში მის როლზე. სხდომაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად აქტიურად უნდა იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა ავსტრიის პარლამეტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს ელიზაბეტ კოსტინგერს შეხვდა, სადაც საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კავშირების უფრო მეტად გამყარებაზე ისაუბრეს.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი მინისტერიალის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია