დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კახიანის კანდიდატურა განიხილება
ავტორი:
2013/ნოემბერი/17 11:00:04
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირინა იმერლიშვილის შემცვლელად უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ფრაქცია "ქართული ოცნების" გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მის კანდიდატურას ფრაქციის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მან ფრაქციის ყველა წევრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ირინა იმერლიშვილი გუნდის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია. იგი პარლამენტის ძალიან წარმატებული წევრი იყო, შევეცდები მეც ღირსეულად გავაგრძერლო საქმიანობა", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ირინა იმერლიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1246
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია