დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თედო ჯაფარიძე და თინა ხიდაშელი CSIS-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობენ
ავტორი:
2014/მარტი/18 20:00:03
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი CSIS-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობენ.
"სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" (CSIS) მიერ ორგანიზებული ფორუმი 16 მარტს აშშ-ში, უილიამსბურგში დაიწყო და მასში სპეციალური მოწვევით თედო ჯაფარიძე და თინა ხიდაშელი იღებენ მონაწილეობას.
ფორუმზე განიხილება სამომავლო პოლიტიკური პერსპექტივები, ევროპული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოება, ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის საკითხები, პოლიტიკური ხელისუფლების მნიშვნელობა, სამართლებრივი და საკანონმდებლო საკითხები. ფორუმში მონაწილეობას იღებენ ევროპის ცნობილი პოლიტიკოსები, დიპლომატები, ეკონომისტები და ჟურნალისტები, ევროპარლამენტის წევრები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები, აგრეთვე აშშ-ის ხელისუფლების წამყვანი პირები და ცნობილი ევროპელი ექსპერტები, მათ შორის სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, მკვლევარი ენდრიუ მორავჩიკი, საბერძნეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსის ტსპირასი, გერმანიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი აღმასრულებელი საბჭოს ყოფილი წევრი იორგ ასმუსენი, ფორუმში მონაწილეობას იღებენ ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები - ფრანსუა ჰეისბურგი, გორდონ ვუდი, სტივენ ჰანსონი, მაურიც ვან დერ ვეენი.
ფორუმზე განიხილება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების და კონკრეტულად საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი და ევროკავშირის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, რის შემდეგაც სიტყვით თედო ჯაფარიძე და თინათინ ხიდაშელი გამოვლენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1104
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია