დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო სამძიმარს გამოთქვამს
ავტორი:
2013/დეკემბერი/18 20:00:02
ავღანეთში ექვსი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმარს გამოთქვამს. "საქართველოს მთავრობის სახელით უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა ავღანეთში ექვსი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების განუზომელ ტკივილსა და ტრაგედიას, თანავუგრძნობ მთელ ამერიკელ ხალხს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. ვუსურვებ ამერიკელ ხალხს გამძლეობასა და სულის სიმტკიცეს ამ დიდი განსაცდელის ჟამს", _ ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია