დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჯონ კერი საქართველოს შესახებ ანგარიშს მოამზადებს
ავტორი:
2014/იანვარი/18 12:30:04
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასახმარებლად შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობას ეხება.  ამის შესახებ ნათქვამია 2014 ფისკალური წლისთვის ასიგნინების გაერთიანებული აქტის კანონპროექტში.
ამასთან, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ მოხსენების მომზადებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან "აღმოსავლეთ პარტნიორიობის" ქვეყნებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც ევროკავშირთან ამ ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას ემსახურება.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2014 წლის 15 იანვარს ხმათა უმრავლესობით (359 ხმა 67 ხმის წინააღმდეგ) 2014 ფისკალური წლისთვის ასიგნებების გაერთიანებული აქტი მიიღო, რომლითაც აშშ საქართველოს დახმარებით სახით 62 მილიონ აშშ დოლარს გამოიყოფს.
ასიგნებების გაერთიანებული აქტით გათვალისწინებულია ფინანსური სახსრების გამოყოფა "აღმოსავლეთ პარტნიორიობის" პროგრამაში ჩართული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად. დოკუმენტს მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმაც.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1304
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია