დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელიას შეფასებით, პროკურატურა ინსტიტუციურად უნდა გაძლიერდეს
ავტორი:
2014/დეკემბერი/18 13:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას შეფასებით, პროკურატურა ინსტიტუციურად უნდა გაძლიერდეს და მოხდეს მისი ფუნქციის უფრო მკვეთრად და მკაფიოდ ჩამოყალიბება.
როგორც დეპუტატი განმარტავს, მმართველმა გუნდმა ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის შს სამინისტროს და პროკურატურის რეფორმის პირველი ეტაპი დაიწყო, თუმცა მისივე თქმით, რეფორმა გრძელდება.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა განგვეხორციელებინა შს სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმა. ამის პირველი ეტაპი დავიწყეთ, როცა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა "პოლიციის შესახებ" კანონში. ასევე პროკურატურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით მოხდა მისი ინსტიტუციური გამიჯვნა. ეს იყო რეფორმის პირველი ეტაპი. ახლა იგეგმება მეორე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მკაფიოდ მოხდება პროკურატურის ფუნქციების, მისი როლის განსაზღვრა – იქნება ის ინსტიტუციურად აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ სხვა ადგილას. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია", - აცხადებს ეკა ბესელია.
დეპუტატის თქმით, პროკურატურის რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურ კოორდინაციაში იქნება საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფთან, რომელიც ინსტიტუციური რეფორმის საკითხებზე მუშაობს, მათ შორის პროკურატურის მიმართულებით.
საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს. ამის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
პრემიერმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალებაც მისცა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია