დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია - რა თმა უნდა, გავიმარჯვებ
ავტორი:
2014/ივლისი/12 10:30:02
კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი #1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
როგორც ნარმანია ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ის, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არჩევნების მეორე ტურია. მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დემოკრატიული ფორმით ტარდება არჩევნების მეორე ტური. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც ჩვენ დედაქალაქს, ხალხს და ქვეყანას ეკადრება და არჩეული იქნება ისეთი ღირსეული კანდიდატი, რომელიც იზრუნებს დედაქალაქის განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანი გაკეთდება იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც ქვეყანა შემოაბრუნა და დააყენა განვითარებისა და დემოკრატიის გზაზე", - განაცხადა ნარმანიამ.
მერობის კანდიდატი ვარაუდობს, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობა იქნება.
"დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ აქტიურობა საკმარისი და ზომიერი იქნება. დედაქალაქი დაცლილი არ არის. არჩევნების მიმართ ხალხის ინტერესი გაიზარდა და თითოეული ადამიანი კარგად ხედავს, რომ თითოეული ხმა იგებს", განაცხადა დავით ნარმანია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია