დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან კაკულია - ვემიჯნები დავით ჭიჭინაძის კომენტარს, მე არასდროს მითქვამს, რომ მიზანმიმართულად შეცდომაში შემიყვანეს
ავტორი:
2018/თებერვალი/15 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kakulia_c91ee.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478376-roman-kakulia-vemijnebi-davith-tcitcinadzis-komentars-me-arasdros-mithqvams-rom-mizanmimarthulad-shecdomashi-shemiyvanes.html", "headline": "რომან კაკულია - ვემიჯნები დავით ჭიჭინაძის კომენტარს, მე არასდროს მითქვამს, რომ მიზანმიმართულად შეცდო...", "datePublished": "2018-02-15 08:35:58", "dateModified": "2018-02-15 08:35:58", "description": "ვემიჯნები დავით ჭიჭინაძის კომენტარს, მე არასდროს მითქვამს, რომ მიზანმიმართულად შეცდომაში შემიყვანეს,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kakulia_c91ee.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვემიჯნები დავით ჭიჭინაძის კომენტარს, მე არასდროს მითქვამს, რომ მიზანმიმართულად შეცდომაში შემიყვანეს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების რეალური ინიციატორი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი არ ყოფილა და რომან კაკულია, შესაძლოა, "შეცდომაში შეიყვანეს".

”არ ვიცი რას ემსახურებოდა მისი განცხადება. ფაქტი ასეთი გახლავთ, რომ არავითარ მიზანმიმართულ შეცდომაში ჩემს შეყვანას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, თავიდან ვიყავით სამუშაო ჯგუფის წევრები ერთად, რომლებმაც ინიცირება გავაკეთეთ ამ პროექტის და ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადი პრინციპების და იდეის დონეზე ჩვენ გვქონდა მიზანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონის შემუშავება. კანონის შემუშავების პროცესში მოსაზრებები გაიყო. გარკვეული ჯგუფი დარჩა ერთ მოსაზრებაზე, ხოლო მეორე ჯგუფი რაღაც სხვა პოზიციაზე. აქ არავითარ დაპირისპირებას, რაიმე მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ადგილი არ ჰქონია. მუშაობის პროცესში მოსაზრებები გაიყო, ეს სულ სხვა ინტერპრეტაციაა იმისგან განსხვავებით, რაც გუშინ გააკეთა ბატონმა დავით ჭიჭინაძემ.

ვემიჯნები მის გუშინდელ კომენტარს, იმიტომ, რომ არავითარ მიზანმიმართულად ჩემს შეცდომაში შეყვანას მე ვერ ვხედავდი, ეს არასდროს არ მითქვამს მე, რომ მიზანმიმართულად შეცდომაში შემიყვანეს. უბრალოდ, მუშაობის პროცესში გაიყო მოსაზრებები, რაც ჩვეულებრივი პროცესია და მე მგონი, ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის”, - განმარტა კაკულიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ გუშინ განაცხადა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების რეალური ინიციატორი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი არ ყოფილა და რომან კაკულია, შესაძლოა, "შეცდომაში შეიყვანეს".



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია