დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა
ავტორი:
2014/ივნისი/28 10:30:04
საქართველოს 29 ივნისს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაციას სენატორი ბენ კარდინი (მერილენდის შტატი, დემოკრატიული პარტია) უხელმძღვანელებს, რომელიც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის (შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია) თავმჯდომარეა.
დელეგაცია გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან.
დელეგაციის წევრები ასევე შეხვებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.
ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაცია განიხილავს ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებასა და საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს. ხაზი გაესმება, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე დიდად აფასებს საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლსა და კონტრიბუციას ნატო-ს მისიებში.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან სენატორი ტომ ჰარკინი (აიოვა, დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა, რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი ადამ შიფი (კალიფორმია, დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი ფილ გინგრი (ჯორჯია, რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი დევიდ შვაიკერტი (არიზონა, რესპუბლიკური პარტია).

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია