დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - კანონპროექტის გამო, ნუ შეველეწებით ერთმანეთს
ავტორი:
2014/ნოემბერი/28 16:00:03
ამ კანონპროექტის გამო, ნუ შეველეწებით ერთმანეთს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "რესპუბლიკელების" სახელით სიტყვით გამოსვლის დროს ფარული მოსმენების შესახებ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიული სახელმწიფო თუ გვინდა, სწორ გზაზე უნდა ვიაროთ.
"ჩვენ გვჭირდება ძალიან ძლიერი სპეცსამსახურები, მაგრამ სპეცსამსახურები გვჭირდება არა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელსაც გვაცნობებენ ჩვენ რა უნდა შევასრულოთ, არამედ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად კვალიფიციური ანალიზის და ინფორმაციის მოსაწოდებლად. მე მქონია შემთხვევა, როდესაც მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება უცნობებით აქ, არ მქონია შემთვევა, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად კვალიფციური ფაქტობრივი და ანალიტიკური მასალა მიგვიღია. არადა ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც პოლიტიკური გადაწყვეტილებებს ვიღებთ. თუ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, თუ არ გვინდა, რომ ისევ დაგვიცდეს ფეხი, იმ მოლიპულ ბილიკზე, რომელზეც უნდა გავიაროთ, თუ არ გვინდა, რომ ამათ დღეში აღმოვჩნდეთ ოდესმე, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად, სწორ გზაზე უნდა დავაყენოთ ეს სისტემა. სწორ გზაზე დასაყენებლად, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი დღევანდელი კანონის ასეთი მიღება თუ ისეთი მიღება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, მოსმენების შესახებ კანონმა და ამ კანონზე მსჯელობამ ძალიან ბევრი პრობლემა გამოავლინა.
"მე ყველას ვთავაზობ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ამ კანონპროექტის გამო, ნუ შეველეწებით ერთმანეთს, ნურც უმრავლესობის შიგნით და ნურც აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტი, ნურც პრეზიდენტი და პარლამენტი, ნურც არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური ელიტები და ასე შემდეგ. შევჯერდეთ ჩვენ იმაზე, რომ ამ სისტემურ პრობლემებს და სისტემურ საკითხებს ერთად მოვუვლით, არა იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენ შევქმენით, არამედ იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო. ახლა არის დრო ყველამ ამ მიმართულებით გავიხედოთ ათასგვარ წვრილმან საკითხებზე გვეყოს პოლიტიკური გამჭრიახობა, ინტუიცია და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 931
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია