დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს
ავტორი:
2014/ივნისი/11 21:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, ერაყში განვითარებული მოვლენების ფონზე თავი შეიკავონ აღნიშნულ სახელმწიფოში გამგზავრებისგან, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ერაყის ტერიტორიაზე, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე.
"როგორც ცნობილია, 2014 წლის 6 ივნისიდან მოყოლებული ერაყის ნინევას პროვინციის ჩრდილო-დასავლეთში უკიდურესად დაიძაბა ვითარება. ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად ტერორისტულმა დაჯგუფება Islamic State of Iraq and Levent (ISIL) ხელში ჩაიგდო ქ. მოსული, რომელიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია. ამ ეტაპზე ამბოხებულები მიიწევენ სალაჰ ედ-დინის პროვინციისკენ. დაწყებულია მოქალაქეთა სრული ევაკუაცია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ პარლამენტს მიმართა თხოვნით, გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობას დაურიგდეს იარაღი, რათა მათ თვითონ შეძლონ ამბოხებულებთან გამკლავება.
საქართველოს მოქალეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს, რომელიც ასევე აკრედიტებულია ერაყის რესპუბლიკაში, ცხელი ხაზის ნომერზე + 962 797299799", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1089
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია