დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია მიიღო
ავტორი:
2014/ივლისი/01 22:00:02
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია მიიღო , რომელიც საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გასაცნობად არის ჩამოსული.
"შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში და სამომავლო გეგმები. ასევე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს შორის ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს", - აცნობეს "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან.
აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოში 27 ივნისს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები უკვე მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოში ამერიკის ბიზნეს პალატის, საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. დელეგაცია საქართველოს 4 ივლისს დატოვებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია